"ჩემი ნოდო აღარ მყავს" - ნოდარ ხადურის შვილის პოსტი მამის გარდაცვალებაზე

image
  • 733
ყო­ფი­ლი ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი  ნო­დარ ხა­დუ­რის  49 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი გუ­ლის შე­ტე­ვა გახ­და. სამწუხარო ამბავი განსაკუთებით მტკივნეულია ოჯახის წევრებისთვის. გარდაცვლილს დარჩა მეუღლე ნინო ცირეკიძე და ორი არასრულწლოვანი შვილი - 15 წლის მარიამი და 12 წლის ნიკოლოზ ხადურები.
"ჩემი ნოდო აღარ მყავს" - წერს გარდაცვლილი მამის შესახებ მარიამ ხადური სოციალურ ქსელში.

ნო­დარ ხა­დუ­რი 2012 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან 2016 წლის ნო­ემ­ბრამ­დე იყო სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი. ამ რან­გში იგი იყო მსოფ­ლიო ბან­კის (WB), ევ­რო­პის რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის (EBRD), აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის (ADB), აზი­ის ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ბან­კის (AIIB) მმარ­თვე­ლი, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის (IMF) და შავი ზღვის ვაჭ­რო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის (BSTDB) ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლი.

2012-2018 წლებ­ში იყო „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს წევ­რი.
loading...
ამას­თან ეწე­ო­და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბას - 1999 წლი­დან ას­წავ­ლი­და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. სხვა­დას­ხვა დროს ლექ­ცი­ებს კი­თხუ­ლობ­და ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ზ. ჟვა­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მე­თა ინ­სტი­ტუ­ტში და ა. შ.

loading...