სავსემთვარეობა ზოდიაქოს ამ ნიშნებს 14 სექტემბერს წარმატებას მოუტანს

image
  • 4 430
შემოდგომის პირველი სავსემთვარეობა 14 სექტემბერს უწევს.

ტრადიციულად მნიშვნელოვანი ეს ასტროლოგიური მოვლენა ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშანზე სხვადასხვაგვარად იმოქმედებს.

ვერძი: ამ დღეს ვარსკვლავები განსაკუთრებით კეთილგანწყობილი იქნებიან თქვენ მიმართ, მაგრამ კონკრეტული სფეროს დასახელება, რომელშიც გაგიმართლებთ, ჯერჯერობით ძნელია.

კირჩხიბი: 
კირჩხიბებს სავსემთვარეობა წარმატებას ფინანსურ საქმეებში მოგიტანთ. ეს შეიძლება იყოს რაღაც დამატებითი შემოსავლის წყარო ან მოულოდნელი მოგება ლატარიაში. ასტროლოგები ამბობენ, რომ სხვა სფეროებში ამგვარი გამართლების იმედი არ უნდა გქონდეთ.

ლომი: 14 სექტემბერს თამამად გაემგზავრეთ შოპინგზე. დიდი ალბათობაა, რომ სავსემთვარეობა ძვირფასი შენაძენების შანსს გაზრდის. ასევე გაუმართლებს მათ, ვინც სილამაზის სალონს ეწვევა.

ქალწული: ქალწულებს 14 სექტემბერს აზარტულ თამაშებში გაგიმართლებთ. მიუხედავად ამისა, ამით გატაცებას ასტროლოგები არ გირჩევენ. როგორც კი მოიგებთ, მაშინვე ადექით და წამოდით, სანამ მთელ ქონებას არ წააგებთ. ფორტუნის დახმარებას იგრძნობენ ისინიც, ვინც სპორტულ მოვლენებზე ფსონს ჩავა.

მორიელი: მორიელებს წარმატება სასიყვარულო საქმეებში გელოდებათ. მარტოხელები ახალი ურთიერთობების დაწყების შანსს მიიღებენ, რომელიც, შესაძლოა, საკმაოდ მტკიცე და ხანგრძლივი აღმოჩნდეს, ხოლო ვისაც ჰყავს მეორე ნახევარი, შეძლებს ურთიერთობების გამტკიცებას და ამის ახალ დონეზე გადაყვანას.
loading...

თხის რქა: 
წარმატებული იქნება სავსემთვარეობა თქვენთვისაც. არ ღირს დიდი მოგებისა და მნიშვნელოვანი წარმატებების ლოდინი. თქვენი წარმატება დამალული იქნება წვრილმანებში, მაგალითად ხანმოკლე მგზავრობაში, ან მეგობრებთან დროის გატარებაში.

თევზები: ამ დღეს ბედნიერი შემთხვევითობების მთელი რიგი გელოდებათ. ვიღაცას მოელის სასიამოვნო შეხვედრა, ვიღაცას - მომგებიანი ბილეთის ყიდვა; მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ დიდი იმედების დამყარება სავსემთვარეობაზე არ ღირს, ამით, შესაძლოა, ამით იღბალი დაფრთხეს.

loading...