ამას 2049 წლამდე ვეღარ ვიხილავთ - პარასკევი და 13 რიცხვი უკანასკნელ 20 წელიწადში პირველად დაემთხვა იშვიათ მთვარეს

image
  • 2 004
იმ დროს, როდესაც ასტრონომიის მოყვარულები იმარჯვებენ საკუთარ ტელესკოპებს იმისათვის, რომ ისიამოვნონ იშვიათი კოსმიური მოვლენით, აპოკალიფსის მომლოდინეები მორიგი კატასტროფისთვის ემზადებიან.

მოსავლის მთვარე ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ასტრონომიული ფენომენია, რაც კი კაცობრიობამ იცის. ადამიანები სავსე მთვარეს მიწასთან ძალიან ახლოს ხედავენ, რის გამოც ის უზარმაზარი ჩანს.

მთვარეს ამ დროს ასე მიწათმოქმედებმა დაარქვეს, ვინაიდან ზაფხულის დასასრული და შემოდგომის დასაწყისი მოსავლის აღების დროა. წელს ის დღეს გამოჩნდება, 13 რიცხვში. ასეთი რამ 20-30 წელიწადში ერთხელ ხდება.
თუმცა, ჟენევიევა ბრაზელი გვაფრთხილებს, რომ ასეთ მთვარეს კაცობრიობა ვეღარასდროს იხილავს. ამის შესახებ Daily Star-ი წერს. მან მთელი ცხოვრება აპოკალიფსზე კვლევებს მიუძღვნა და მიიჩნევს, რომ დღევანდელი მთვარე ქვეყნის დასასრულის დასაწყის მოასწავებს.

ჩვენს მკითხველს ალბათ ახსოვს, ბოლო ათწლეულში რამდენჯერ გვიწინასწატმეტყველეს აპოკალიფსი, ამიტომაც პანიკის ნაცვლად, ალბათ უმჯობესია დავაკვირდეთ და ვისიამოვნოთ ამ იშვიათი სანახაობით.