7 ქართველი გოგონა, რომლის ცოლად მოყვანაზეც მთელი საქარტველოს ბიჭები ოცნებობენ

image
  • 13 050
loading...
ლამაზ და პოპულარულ გოგონებს მუდმივად ბევრი თაყვანისმცელი ჰყავთ. "რეიტინგმა" პატარა მოკვლევა ჩაატარა და სასურველი სარძლოების რეიტინგი შეადგინა.

თაკო ნაცვლიშვილი

თაკო ნაცვლიშვილი ყველაზე პოპულარული ქართველი გოგონაა, რომელსაც უცხოეთში წარმატებული სამოდელო კარიერა აქვს. თაკო ცნობილი ოჯახის ქალიშვილი და კარგად აღზრდილი გოგონაა.
მას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, თუმცა, მისი გული უკვე დაკავებულია. მოდელის რჩეული ოთო ხუროძეა.

მარიამ გეგუჩაძე

ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი, მარიამ გეგუჩაძე, ცნობილი დედის წყალობით, ბავშვობიდან პოპულარულია.
მარიამი საზღვარგარეთ სწავლობს და საქართველოში მიმდინარე პროცესებშიც აქტიურადაა ჩართული. ის საპროტესტო აქცია "სირცხვილიას" აქტიური მონაწილეა, რის გამოც, ბოლო დროს არაერთხელ გააკრიტიკეს.
მარიამი სასურველი საპატარძლოა, სხვადასხვა დროს ის არაერთ ბიჭთან დააწყვილეს, თუმცა, ჯერჯერობით არ გათხოვილა და სწავლით არის დაკავებული.

ეთო თოფურიძე

მსახიობ ეკა კახიანის მესამე ქალიშვილი, ქეთო თოფურიძე დახვეწილი და გემოვნებიანი გარეგნობით გამოირჩევა.
ქეთო ცნობილი ოჯახის დამსახურებით, პატარაობიდან პოპულარულია და მედიის ყურადღების ცენტრშიც ხშირად ხვდება. მას ერთხელ ჰყავდა შეყვარებული, თუმცა, ეს ურთიერთობა უმშვენიერესი გოგონასთვის წარუმატებელი აღმოჩნდა.
ოჯახის წევრებისგან განსხვავებით, ქეთომ, როგორც მისმა უფროსმა დამ, ანასტასია თოფურიძემ, ისეთი პროფესია აირჩია, რომელიც ხელოვნების სფეროს არ მიეკუთვნება.

თამო ჯიშკარიანი

მოდელი და არაერთი სილამაზის კონკურსის გამარჯვებული თამო ჯიშკარიანი თბილისში ერთ-ერთი პოპულარული და სასურველი საპატარძლოა.
თამომ მოდელობას თავი რამდენიმე წლის წინ დაანება და ახლა საკუთარი პროფესიით, პიარის კუთხით ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს.
მას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, თუმცა, მისი გული თავისუფალია.

ანანო ღიბრაძე

მომღერალი და ჟურნალისტი ანანო ღიბრაძე მაყურებელმა 2009 წელს საბავშვო "იურმალას" მოგების შემდეგ გაიცნო. ანანო ახლა ზუკა ხუციშვილის ბენდის წევრია და წარმატებული სასიმღერო კარიერა აქვს.

ანანო სასურველი და პოპულარული საპატარძლოა, თუმცა, მისი გული უკვე დაკავებულია. ის ფეხბურთელ ლევან შენგელიას საცოლეა.

ანანო ღიბრაძე

მომღერალი და ჟურნალისტი ანანო ღიბრაძე მაყურებელმა 2009 წელს საბავშვო "იურმალას" მოგების შემდეგ გაიცნო. ანანო ახლა ზუკა ხუციშვილის ბენდის წევრია და წარმატებული სასიმღერო კარიერა აქვს.

ანანო სასურველი და პოპულარული საპატარძლოა, თუმცა, მისი გული უკვე დაკავებულია. ის ფეხბურთელ ლევან შენგელიას საცოლეა.

ნინუცა როსტიაშვილი

ნინუცა როსტიაშვილს შოუ-ბიზნესის სფეროში კარგად იცნობენ. 22 წლის ქერათმიანი გოგონა ტელეკომპანია "მუსიკბოქსის" ჟურნალისტი და "ფორტუნა პლიუსის" არჯეია.

ნინუცას შეხვდებით ყველგან, სადაც კულტურული წვეულებები ტარდება. საქმესთან ერთად, მას ღონისძიებებზე სტუმრის რანგშიც უწევს ყოფნა, რადგან სასურველი სტუმარია.

ნინუცამ გასულ წელს "მის საქართველოს" კონკურსზეც მიიღო მონაწილეობა. ის პროფესიით ჟურნალისტია.







 
loading...