რა საფრთხეებს შეიცავს პლასტმასის ჭურჭლის გამოყენება და რატომ უნდა მიაქციოთ ყურადღება მარკირებას

image
  • 165
პლას­ტი­კუ­რი ჭურ­ჭე­ლი რამ­დე­ნა­დაც პრაქ­ტი­კუ­ლია საკ­ვე­ბის, წყლი­სა თუ სხვა სას­მე­ლის მო­სა­თავ­სებ­ლად, იმ­დე­ნად არა­სა­ხარ­ბი­ე­ლოა ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის. თუმ­ცა, არის ისე­თი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი კონ­ტე­ი­ნე­რე­ბიც, რომ­ლე­ბიც არა­ნა­ირ პრობ­ლე­მას არ უქ­მნის ჯან­მრთე­ლო­ბას.

ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ლაშა უჩა­ვა იმ საფრ­თხე­ებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა, რაც შე­საძ­ლოა, პლასტმა­სის ჭურ­ჭლის მოხ­მა­რე­ბას მოჰ­ყვეს:

"ბევ­რი პლას­ტი­კუ­რი კონ­ტე­ი­ნე­რი შე­ი­ცავს ბის­ფე­ნოლ A-ს ანუ BPA-ს, რაც ორ­გა­ნიზ­მზე ტოქ­სი­კუ­რად მოქ­მე­დებს. ეს ქი­მი­უ­რი შე­ნა­ერ­თი ბავ­შვე­ბის ორ­გა­ნიზ­მზე გან­სა­კუთ­რე­ბით უარ­ყო­ფით ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს. ახალ­შო­ბი­ლებ­სა და მცი­რე­წლო­ვა­ნებ­ში კი­ბოს, გულ­სის­ხლძრღვთა და ტვი­ნის და­ა­ვა­დე­ბა­თა პრო­ვო­ცი­რე­ბას იწ­ვევს. ამი­ტო­მაც, აშშ-მა ბავ­შვთა კვე­ბის ინ­დუსტრი­ა­ში პლასტმა­სის ბოთ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა აკ­რძა­ლა", - აღ­ნიშ­ნავს ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ლაშა უჩა­ვა.

და­სა­ხე­ლე­ბულ ქი­მი­კატს შე­უძ­ლია ორ­გა­ნიზ­მში ხელი შე­უ­შა­ლოს ნორ­მა­ლურ ჰორ­მო­ნა­ლურ ფუნ­ქცი­ას, რაც შე­საძ­ლოა, სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბით გა­მოვ­ლინ­დეს - უფ­რო­სებ­ში ბის­ფე­ნო­ლი შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის გან­ვი­თა­რე­ბას იწ­ვევს, ხოლო მო­ზარ­დებ­ში ენ­დოკ­რი­ნუ­ლი სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბას უშ­ლის ხელს, რაც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, რეპ­რო­დუქ­ცი­ულ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე აი­სა­ხე­ბა.

ლაშა უჩა­ვას თქმით, ექი­მე­ბი, კი­ბო­სა და დი­ა­ბე­ტის გარ­და, ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში ჭარ­ბი ბის­ფე­ნო­ლის რა­ო­დე­ნო­ბას მძი­მე წო­ნის, სიმ­სუქ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის მი­ზე­ზა­დაც ასა­ხე­ლე­ბენ.

ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი გვე­სა­უბ­რე­ბა ყვე­ლა­ზე ხში­რად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი პლას­ტი­კის ტი­პებ­ზე, რო­მელ­თა­გა­ნაც ნა­წი­ლი პრობ­ლე­მას უქ­მნის ჯან­მრთე­ლო­ბას, ნა­წი­ლი კი, საფრ­თხეს არ წარ­მო­ად­გენს. შე­სა­ბა­მი­სი მარ­კი­რე­ბა პლას­ტი­კის ჭურ­ჭლის ეტი­კეტ­ზე შე­გიძ­ლი­ათ აღ­მო­ა­ჩი­ნოთ.

და­აკ­ვირ­დით ამ წარ­წე­რებს და იცო­დეთ, რა რის­თვის შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნოთ:

PET ან PETE
თუ ჭურ­ჭელს ეს წარ­წე­რა აქვს, ეს პო­ლი­ე­თი­ლენ ტე­ლეფ­ტა­ლა­ტის­გან შექ­მნი­ლი ერთჯე­რა­დი ბოთ­ლია. მას შე­უძ­ლია სი­თხე­ში გა­მო­ყოს მძი­მე მე­ტა­ლე­ბი და ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნის ჰორ­მო­ნა­ლურ ბა­ლანსზე მოქ­მე­დებს.

PET პლასტმა­სის ყვე­ლა­ზე ხში­რად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ტი­პია.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, და­ვი­მახ­სოვ­როთ, რომ ის მხო­ლოდ ერთჯე­რა­დი გა­მო­ყე­ნე­ბის­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი!

თუ ამ­გვარ ბოთ­ლში მე­ო­რა­დად ჩა­ას­ხამთ წყალს, მზად იყა­ვით იმის­თვის, რომ თქვენს ორ­გა­ნიზ­მში ზო­გი­ერ­თი სა­ხის ტუტე ელე­მენ­ტე­ბი და დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ბაქ­ტე­რია მოხ­ვდე­ბა, რომ­ლე­ბიც გან­სა­კუთ­რე­ბით ეტა­ნე­ბი­ან PET -ს.

HDP ან HDPE
ეს კარ­გი ხა­რის­ხის პლას­ტი­კია, რო­მე­ლიც პრაქ­ტი­კუ­ლად არა­ნა­ირ სა­შიშ ნივ­თი­ე­რე­ბას არ გა­მო­ყოფს. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გვირ­ჩე­ვენ, რომ თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია, წყა­ლი სწო­რედ ამ ტი­პის პლას­ტი­კით ვი­ყი­დოთ. იგი უსაფრ­თხოა და ეკო­ლო­გი­ის­თვი­საც მი­სა­ღე­ბი, რად­გან თით­ქმის მთლი­ა­ნად გა­და­მუ­შავ­დე­ბა.

მა­გა­რი ტი­პის პლას­ტი­კია, რო­მე­ლიც უმე­ტე­სად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რძის, სა­თა­მა­შო­ე­ბის, სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­სა­ნა­ხად და ზო­გი­ერ­თი პლასტმა­სის პა­კე­ტის სა­წარ­მო­ებ­ლად.

PVC ან VВ

ამ მა­სა­ლის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ბოთ­ლი გა­მო­ყოფს ორ სა­შიშ ქი­მი­კატს, რო­მე­ლიც უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას ახ­დენს ადა­მი­ა­ნის ჰორ­მო­ნა­ლურ ბა­ლანსზე. რბი­ლი, დრე­კა­დი პლას­ტი­კია, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ზე­თი­სა და სა­ბავ­შვო სა­თა­მა­შო­ე­ბის შე­სა­ნა­ხად. მის­გან აკე­თე­ბენ ბლის­ტე­რის შე­სა­ფუთ მა­სა­ლას, რო­მე­ლიც სა­მომ­ხმა­რებ­ლო სა­ქონ­ლის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. მას­ვე იყე­ნე­ბენ კომ­პი­უ­ტე­რის სა­დე­ნე­ბის შე­სა­ფუ­თად და სან­ტექ­ნი­კა­ში სხვა­დას­ხვა დე­ტა­ლის და­სამ­ზა­დებ­ლად.

PVC შე­და­რე­ბით მე­დე­გია მზის პირ­და­პი­რი სხი­ვე­ბი­სა და ამინ­დის მი­მართ, ამი­ტომ მის­გან ხში­რად აკე­თე­ბენ ფან­ჯრის ჩარ­ჩო­ებს და ეზოს „შლან­გებს“. თუმ­ცა, ექ­სპერ­ტე­ბი გვირ­ჩე­ვენ, თუ გვაქვს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ვა­რი­ან­ტი, თავი შე­ვი­კა­ვოთ მისი ყიდ­ვის­გან.
loading...
LDPE
ეს პლას­ტი­კი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ბოთ­ლე­ბი­სა და პლასტმა­სის პა­კე­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა­ში. იგი არ გა­მო­ყოფს ქი­მი­ურ ნივ­თე­რე­ბებს წყალ­ში, რო­მე­ლიც მის­გან დამ­ზა­დე­ბულ ტა­რა­ში ინა­ხე­ბა.

უსაფრ­თხოა მხო­ლოდ წყლის ტა­რად გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. სხვა პრო­დუქ­ტე­ბი მის­გან დამ­ზა­დე­ბულ პა­კე­ტებ­ში უმ­ჯო­ბე­სია არ შე­ვი­ძი­ნოთ, რად­გან მას­ში მო­თავ­სე­ბულ საკ­ვებ პრო­დუქ­ტებ­თან ერ­თად შე­იძ­ლე­ბა გუ­ლი­სათ­ვის საკ­მა­ოდ სა­ში­ში ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბიც "მი­ვირ­თვათ".

PP
ამ პლას­ტიკს აქვს თეთ­რი შე­ფე­რი­ლო­ბა ან ნა­ხევ­რად გამ­ჭირ­ვა­ლე ტო­ნე­ბი. გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სირო­ფე­ბი­სა და იო­გურ­ტე­ბის შე­სა­ფუ­თად. პო­ლიპ­რო­პი­ლე­ნი სა­ინ­ტე­რე­სოა მისი თერ­მო­მე­დე­გო­ბის გამო: გა­ცხე­ლე­ბი­სას არ იშ­ლე­ბა და შე­და­რე­ბით უსაფრ­თხოა.

PS
ხში­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ყა­ვის პლასტმა­სის ჭი­ქე­ბი­სა და სწრა­ფი კვე­ბის კონ­ტე­ი­ნე­რე­ბის და­სამ­ზა­დებ­ლად. თუმ­ცა, გა­ცხე­ლე­ბი­სას გა­მო­ყოფს სა­შიშ ქი­მი­ურ შე­ნა­ერ­თებს.

პო­ლის­ტი­რო­ლი - ეს არის პლას­ტი­კის შე­და­რე­ბით იაფი და საკ­მა­ოდ გამ­ძლე სა­ხე­ო­ბა, რო­მე­ლიც არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ცხე­ლი საკ­ვე­ბი­სა და სას­მე­ლის შე­სა­ნა­ხად.

PC ანუ პლასტმა­სი სპე­ცი­ა­ლუ­რი ნიშ­ნის გა­რე­შე

ეს პლასტმა­სის ყვე­ლა­ზე სა­ში­ში სა­ხე­ო­ბაა. გა­მო­ი­ყე­ნე­ბა წყლის ბოთ­ლე­ბი­სა და საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის კონ­ტე­ი­ნე­რე­ბის სა­წარ­მო­ებ­ლად.

პო­ლი­კარ­ბო­ნა­ტის­გან წარ­მო­ე­ბულ ტა­რა­ში საკ­ვე­ბი­სა და წყლის შე­ნახ­ვა კა­ტე­გო­რი­უ­ლად იკ­რძა­ლე­ბა!

იგი გა­მო­ყოფს ბის­ფე­ნოლ А-ს, ნივ­თი­ე­რე­ბას, რო­მე­ლიც აზი­ა­ნებს თქვენს ენ­დოკ­რი­ნულ სის­ტე­მას, ხელს უშ­ლის ჰორ­მონ ესტრო­გე­ნის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას.

OTHER ან О (სხვა)
ამ ჯგუფ­ში შე­დის ყვე­ლა ის პლასტმა­სი, რომ­ლის შეყ­ვა­ნაც სხვა ჯგუ­ფებ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია. საკ­ვე­ბი­სა და წყლის პო­ლი­კარ­ბო­ნა­ტის­გან წარ­მო­ე­ბულ ტა­რა­ში შე­ნახ­ვა კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ შე­იძ­ლე­ბა: იგი გა­მო­ყოფს ბის­ფე­ნოლ А-ს, ნივ­თი­ე­რე­ბას, რო­მე­ლიც აზი­ა­ნებს ენ­დოკ­რი­ნულ სის­ტე­მას, ხელს უშ­ლის ჰორ­მონ ესტრო­გე­ნის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას.

loading...