"15 წლის გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, 2 წლის ბავშვი მამასთან ერთად კლინიკაშია გადაყვანილი..." - საზარელი ავარია ბათუმი ქობულეთის ტრასაზე

image
  • 4 587
batumelebi.ge ინფორმაციით, ბათუმი  – ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად 15 წლის გოგო დაიღუპა, დაშავებული 2 წლის ბავშვი და მისი მამა კი ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმი  – ქობულეთის შემოვლით გზაზე დაახლოებით დღის 4 საათზე მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად.
loading...
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ბრიგადას გოგო ადგილზე გარდაცვლილი დახვდა. კლინიკაში გადაყვანილი მამა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია.

ამავე სამსახურის მონაცემებით, ავარიის შედეგად დაშავდა მეორე ავტომანქანის მძღოლიც, თუმცა მან სამედიცინო მომსახურების გაწევაზე უარი თქვა.

loading...