“ნათია ყვებოდა – ღამე წამიყვანა მტკვარზე და მითხრა, თუ ჭკვიანად არ მოიქცევი ეს წყალი შენ გვამს აატივტივებსო”

image
  • 384
ავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი.

“ზოგადად ეჭვიანი იყო. ნათია ყვებოდა – ერთხელ ღამე წამიყვანა მტკვარზე, იარაღიც ჰქონდაოო და მითხრა, თუ ჭკვიანად არ მოიქცევი ეს წყალი შენ გვამს აატივტივებსო. ადრე ნასვამა წყლის გრაფინი ჩაარტყა თავში ნაკერებიც ჰქონდა. მაშინ პოლიციამ წაიყვანა ირაკლი და ხელწერილიც დაადებინეს. ამ შემთხვევის შემდეგ დაშორდნენ. შვილებით მანიპულირებდა, წერდა რომ ბავშვებს აღარ აჩვენებდა. მერე მანქანის ყიდვა მოსთხოვა უარი რომ მიიღო ბაშვებთან კონტაქტი აუკრძალა, მერე ნათია ჩამოვიდა საქართველოში და ბავშვები წამოვიყვანეთ, თვითონ ბავშვებს აღარ უნდოდა მასთან ურთიერთობა და ამან გააღიზიანა. განქორწინების შემდეგაც სისტემეტიურად ძალაოდბდა, როგორც ნათიაზე ისე შვილებზე. განსაკუთრებით გოგოს ექცეოდა ცუდად, შენც დედაშენისნაირი გაიზრდებიო”, – აცხადებს “რუსთავი 2”-თან საუბარში გარდაცვლილი ნათია გოგოლაძის და.

11 ოქტომბერს, ხაშურში, თამარ მეფის ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს – 1989 წელს დაბადებულ ნ.გ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის კონდახით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
loading...
ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაუყოვნებლივ გადაიყვანა სამკურნალო დაწესებულებაში, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ი.დ.-ს ადგილსამყოფელი მალევე დაადგინეს და იგი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

loading...