რა რეაქცია ჰქონდა ილო ბეროშვილს, როცა პირდაპირ ეთერში გაიგო, რომ ის და ანი ბებია პირველ შვილს ელოდებიან

image
მიმდინარეობს ვიდეოს ჩატვირთვა...
  • 6 728
loading...
ილო ბეროშვილის და ანი ბებიას სიყვარულის ისტორია საზოგადოებისთვის ცნობილი პირველად "რეიტინგიდან" გახდა.

წყვილი თავდაპირველად გრძნობებს უფრთხილდებოდა და საჯაროდ ამის აფიშირებას არ ახდენდა, თუმცა უკვე ერთი წელია სიყვარულს აღარ მალავენ.

ანი და ილო ჯერჯერობით ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებიან, თუმცა უკვე ცხოვრებაში მთავარ სიახლეს ელოდებიან, ისინი პირველი შვილის მშობლები გახდებიან.

ამის შესახებ ანი ბებიამ გუშინ "მხოლოდ ქართულში" განაცხადა პირველად, თუმცა პატარას სქესი ჯერჯერობით არ უთქვამს.
რაც შეეხება თავად ილო ბეროშვილს, მან ორსულ მეუღლეს პირდაპირ ეთერში მუცელზე აკოცა და მაყურებელთან პირობა დადო, რომ "მხოლოდ ქართულის" ოცდამესამე სეზონზე მისი შვილი პროექტში მიიღებს მონაწილეობას.
loading...