"ზოგს წვეთოვანი გვიდგას გადაღლილობისგან, ზოგს მენისკმა გაუჭედა, ზოგს გრიპი აქვს"

image
  • 2 376
loading...
ჟურნალისტი, პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილე ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში წერს.

"იმედის" გადამღებმა ჯგუფმა გამნათებლიდან დაწყებული და დირექტორით დამთავრებული, უკრაინელმა ქორეოგრაფებმა, დიზაინერებმა და პროფესიონალმა მოცეკვავეებმა სისხლი და ოფლი ჩადეს იმ შოუში, რომელსაც თქვენ იხილავთ!
ზოგს წვეთოვანი გვიდგას გადაღლილობისგან, ზოგს მენისკმა გაუჭედა, ზოგს გრიპი აქვს...ნუ გადატყავებული ხელ-ფეხი, ფაქტიურად ჩვენი სამარკო ნიშანია!
მიუხედავად ყველაფრისა და კიდევ
იმ ჭუჭყისა რასაც სოც ქსელის მომხმარებელი ბოტები და უბრალოდ ასოციალური ბოროტი და შურიანი ადამიანები კადრულობენ, ჩვენ გვსურს დაგანახოთ-
ცხოვრება მშვენიერია და ნებისმიერ ასაკში ცეკვა შესაძლებელია!
შეხედეთ პოზიტიურად ამ პროექტს და ჩვენს ნაწვალებს, ნუ ბოღმაობთ და ნუ ბილწსიტყვაობთ!
ნებისმიერი ამ პროექტის მონაწილე კონკურენციის მიუხედავად ერთი დიდი ოჯახის წევრია, რომელსაც საქართველო ქვია.ჩვენ დროებით გავეთიშეთ სამსახურებს, ოჯახებს, გვერდზე გადავდეთ პრობლემები და ზედმეტი კილოგრამები, იმისათვის, რომ თითოეული თქვენთაგანი დავაჯეროთ-
ადამიანის შესაძლებლობებს არ აქვს საზღვარი!
მადლობა და წარმატებული ეთერი ჩვენც და თქვენც",-წერს ლალი მოროშკინა.

loading...
მსგავსი სიალხებეი