ბავშვებზე ძალიან ვინერვიულე! – გამოჯანმრთელებული ქალი, რომელიც ქმარმა პალატაში არ მიატოვა

image
  • 959
loading...
საქართველოში რიგით მეორე გამოჯანმრთელებული, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა „პრაიმტაიმს“ საკუთარ ისტორიას უყვება. ეს ისტორია ნამდვილად განსაკუთრებულია, რადგან ქალი, რომელიც ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობდა, ჯანმრთელმა მეუღლემ მარტო არ დატოვა, მიუხედავად ამისა, 16 დღის განმავლობაში მას ვირუსი არ გადაედო.

როცა გავიგე, რომ კორონავირუსი დამიდასტურდა, ძალიან ვინერვიულე, განვიცადე, ჩემი მეუღლე მამხნევებდა,მას შეეძლო წამოსულიყო და თვითიზოლაციაში ყოფილიყო, მაგრამ ჩემთან ერთად დარჩენა გადაწყვიტა, ამან უფრო გამიმარტივა. მაშინ როცა ამ ვირუსს ვებრძოდი, ჩემი მეუღლე 16 დღე ჩემთან ერთად იყო, მაგრამ მას ვირუსი არ გადაედო

„მე და ჩემი მეუღლე, მეგობრებთან ერთად იტალიიდან ჩამოვედით. იმ დღეს ჩვეულებრივად ვიყავი, არანაირი სიმპტომი არ მქონია. მეორე დღეს სამსახურში გავედი, რამდენიმე საათი ვიმუშავე, როცა სახლში დავბრუნდი, იმ საღამოს ტემპერატურამ ამიწია, 37,7 მქონდა, როგორც კი დავიძინე და გავიღვიძე, დილით წავედი ინფექციურში ანალიზის გასაკეთებლად. კორონავირუსი დამიდასტურდა.

ყველა ჩემს თანამშრომელს, რომელთანაც კონტაქტი მქონდა, ჩაუტარეს ანალიზი და კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. ასევე, ვირუსი არ დაუდასტურდათ ჩემს ოჯახის წევრებსაც. ბავშვებზე ძალიან ვინერვიულეთ, ხომ არ გადაედოთ-თქო ვფიქრობდი, უარყოფითი ანალიზის პასუხის შემდეგ კი ძალიან გაგვიხარდა და შედარებით მშვიდად ვიყავი.
როცა გავიგე, რომ კორონავირუსი დამიდასტურდა, ძალიან ვინერვიულე, განვიცადე, ჩემი მეუღლე მამხნევებდა,მას შეეძლო წამოსულიყო და თვითიზოლაციაში ყოფილიყო, მაგრამ ჩემთან ერთად დარჩენა გადაწყვიტა, ამან უფრო გამიმარტივა. მაშინ როცა ამ ვირუსს ვებრძოდი, ჩემი მეუღლე 16 დღე ჩემთან ერთად იყო, მაგრამ მას ვირუსი არ გადაედო.

თითქოს მციოდა და სიცხე მიწევდა, პირველ დღეს სიცხე 37,7 მქონდა, შემდეგ, 20 დღის განმავლობაში მქონდა 37. ცოტა მახველებდა, გემოს შეგრძნება არ დამიკარგავს, თუმცა ყნოსვის შეგრძნება რამდენიმე დღე გამიქრა.

ჩვენ რომ წავედით იტალიაში, იმ დროს წითელ ზონად არ იყო გამოცხადებული. რა თქმა უნდა, ეს ასე რომ არ ყოფილიყო, საერთოდ არ წავიდოდით.

ეს ეპიდემია დაგვაფიქრებს ადამიანებს, ბევრ რამეს სხვა თვალით შევხედავთ, იყო ბევრი ემოცია. საზოგადოებას მოვუწოდებ დარჩით სახლში, ეს არ არის სახუმარო თემა. მეც მეგონა, რომ მე არ ვიქნებოდი ის ადამიანი, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდებოდა. ყველა ჩვენგანს შეიძლება დაგვემართოს. გთხოვთ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას. აუცილებელია, რომ დისტანცია დავიცვათ ადამიანებმა. უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. რასაც მოგვიწოდებს ჯანდაცვის წარმომადგენლები, ყველა გაფრთხილება და რეკომენდაცია აუცილებლად უნდა დავიცვათ.

ყველას ვუსურვებ ჯანმრთელობას, მინდა რომ მალე დასრულდეს ეს კოშმარული დღეები.“ – აღნიშნავს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტი.
loading...