უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

image
  • 1 816
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12-15 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.

13-14 ოქტომბერს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი  იქროლებს. ჰაერის ტემპერატურა +24, +29 გრადუსის ფარგლებში იქნება.

რაც შეეხება  აღმოსავლეთ საქართველოს ,12 ოქტომბერს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +21, +26 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 13 ოქტომბერს მოიღრუბლება, ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია ნისლიც, ტემპერატურა 4-5 გრადუსით დაიკლებს.
14-15 ოქტომბერს გამოიდარებს. შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ქ. თბილისში 13 ოქტომბერს მოსალოდნელია მცირე წვიმა და ნისლი, ტემპერატურა +17, +19 გრადუსი, ხოლო 14-15 ოქტომბერს ისევ თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსამდე მოიმატებს.