"რაც გაიგო რომ ახალი საცოლე ჰყავს და მან საქართველოში ჩამოაკითხა უნდოდა ყოფილი ქმარი პროვოკაციაზე წამოეგო..." - ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის გერმანელი საცოლე, რომლის საქართველოში ჩამოსვლამაც ყოფილი ცოლის აგრესია გამოიწვია

image
  • 4 744
loading...
ნიკოლოზ ბასილაშვილის და მისი ყოფილი ცოლის, ნეკა დოროყაშვილის სკანდალის გარშემო საზოგადოების ინტერესი არ წყდება.

ნეკა დოროყაშვილი ამბობს, რომ მისთვის უცნობია, რატომ გახდა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, როგორც ყოფილი ქმრისგან, ასევე ყოფილი მამათილისგან, რომელიც მისი თქმით, რაღაც საგნით გამოეკიდა.

„პრაიმტაიმისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ ნეკა დოროყაშვილი ყოფილი ქმრის მიმართ აგრესიული მას შემდეგ გახდა, როდესაც გაიგო, რომ მსოფლიოს 27-ე ჩოგანი შეყვარებულია და მალე დაქორწინებასაც აპირებს.
დოროყაშვილი მისი ოჯახის დანგრევას საკუთარ მეგობრებთან საუბრისას, ყოფილ დედამთილს აბრალებდა, რომელსაც უჩივლა კიდეც და ნიკოლოზ ბასილაშვილის დედის წინააღმდეგ, საქმე ბავშვზე ძალადობის მუხლით აღიძრა, თუმცა სასამართლომ ბასილაშვილის დედა უდანაშაულოდ ცნო.

ჩვენი ექსკლუზიური ინფორმაციით, ნიკოლოზ ბასილაშვილის რჩეული, უმშვენიერესი გერმანელი სპორტსმენი შარლოტაა.

როგორც ჩვენთვის არის ცნობილი. ნიკოლოზ ბასილაშვილმა გერმანელი რჩეული ნათესავებსაც გააცნო.

„პრაიმტაიმისთვის“ ასევე ცნობილი ხდება, რომ შარლოტა ახლა ნიკოლოზთან ერთად თბილისშია.
loading...