რა გავლენას ახდენს ადამიანზე ოქროსა და ვერცხლისგან დამზადებული ბეჭდების ყოველდღიურად ტარება

image
  • 5 579
loading...
ბევრ ადამიანს უყვარს ბეჭდების ყოველდღიურად ტარება, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ მას ერთგვარი თილისმის ძალა და ენერგია აქვს.

კერძოდ, ბეჭედის ტარება ააქტიურებს შინაგან ენერგეტიკას და საკმაოდ სერიოზულ ცვლილებებს იწვევს ადამიანის იღბალში. მნიშვნელობა აქვს, კონკრეტულად რომელ თითზე გიკეთიათ ბეჭედი და რა სახის მეტალისგანაა ის დამზადებული. მაგალითად, ოქრო ამბიციურობას მატებს ადამიანს, ვერცხლი კი, პირიქით – მის მშვიდ ბუნებას უსვამს ხაზს.

ზოგადად, მარჯვენა ხელს მამაკაცური ენერგეტიკა აქვს, ამიტომ ქალისთვის ამ ხელზე ბეჭდის ტარება მის ხასიათში მამაკაცური თვისებების გააქტიურებას იწვევს. მარცხენა ხელი კი ქალური ენერგეტიკის სიმბოლოა და თუ ადამიანი ამ ხელის ნებისმიერ თითზე, ხშირად იკეთებს ბეჭედს, ის მას სიმშვიდეს მიანიჭებს.
თუ კარიერაში და პროფესიონალურ სფეროში გსურთ წარმატებების მიღწევა, სასურველია, მარჯვენა ხელის ცერა თითზე, თვლებით გაწყობილი ოქროს ან მოყვითალო-ოქროსფერი ბეჭედი ატაროთ. ვერცხლის სამკაულის ამ თითზე ტარება კი ავითარებს ინტუიციას და ხელს უწყობს ადამიანში წინასწარმეტყველური თვისებების გამომუშავებას.

მარცხენა ხელის ცერა თითზე ოქროს ბეჭდის ტარება, კარგია პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და ფსიქოლოგებისთვის. საჩვენებელ თითზე ბეჭდის ტარება კი, ადამიანს აძლევს უნარს, საკუთარ თავში სულიერების დონე განავითაროს, ამიტომ ამ თითზე მხოლოდ ვერცხლის სამკაულის ტარებაა მიზანშეწონილი.

შუათითი ბედისწერაზე აგებს პასუხს და კარმული დატვირთვის მქონე თითად ითვლება. აჯობებს, ამ თითზე ატაროთ საგვარეულო ბეჭდები, რომელიც გენეტიკურად დაგროვილი ინფორმაციის გადამუშავებაში დაგეხმარებათ. თუ ბეჭდის წარმოშობა და მისი ადრინდელი მფლობელი უცნობია, აჯობებს ბეჭედი მარცხენა ხელის შუა თითზე ატაროთ. ასე, მისი წინამორბედის მიერ ჩადენილ შეცდომებს ადვილად აარიდებთ თავს.
უსახელო თითი ოჯახურ ცხოვრებაში იდილიასა და სიმშვიდეზე აგებს პასუხს. ამ თითზე, კარგია ოქროს ბეჭდის ტარება, რადგან ადამიანს პროფესიულ-კარიერულ წარმატებასა და ჰარმონიულ სიყვარულს ჰპირდება. უსახელო თითზე ვერცხლის ბეჭდის ტარება კატეგორიულად იკრძალება.

განქორწინების შემთხვევაში აუცილებელია, საქორწინო და ნიშნობის ბეჭდის ყოფილი მეუღლისთვის დაბრუნება. ამით საბოლოოდ გათავისუფლდებით უიღბლო ქორწინების ცუდი ენერგეტიკისგან და სამომავლოდ თქვენს ცხოვრებაში ახალ ურთიერთობას გაუღებთ კარს.

კარგია მარჯვენა ხელის ნეკა თითზე ოქროს ბეჭდის ტარება. ეს, თაყვანისმცემლების მოზიდვას შეუწყობს ხელს. უკეთესია, თუ ბეჭედი მწვანე ასტროლოგიური ქვით – ზურმუხტით ან საფირონით იქნება გაწყობილი, რადგან, ეს მეტად მოგიმართავთ ხელს, როგორც პირად, ასევე კარიერულ ცხოვრებაში. ასევე, დაგეხმარებათ, ადვილად დაძლიოთ წინაღობები და პირადი პრობლემები მშვიდად, გართულებებისა და კონფლიქტების გარეშე მოაგვაროთ.
loading...