ცნობილი ხედბა ვინ არის შაქარაშვილის საქმის "თეთრპერანგიანი" ფიგურანტი? (ვიდეო)

image
  • 1 013
loading...
რამდენიმე წუთის წინ შსს-ში გამოკითხვაზე მივიდა პირი, რომელიც სავარაუდოდ, სწორედ ის თეთრპერანგიანი ახალგაზრდაა, ვინც 19 ივნისის ღამის კადრებში ჩანს, როგორ ჩამოდის დიდუბეში მიკროავტობუსიდან და ხვდება იქვე მყოფ გურამ ამირხანაშვილს. ახალგაზრდა კაცი შსს-ში სავარაუდოდ ადვოკატთან ერთადაა მისული.

ამავდროულად, შსს-ში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გრძელდება ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე "კაწროს" გამოკითხვა დასრულდა. ბილანიშვილი საგამოძიებო უწყებაში დღეს დღის მეორე ნახევარში ადვოკატთან ერთად მივიდა. ის გამოკითხვაზე ექვსი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ბილანიშვილი შსს-ში მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიბარეს.

მედიით გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ დიდუბეში, „ტოიოტა ქამრის“ მარკის მანქანიდან გურამ ამირხანაშვილის ჩამოსვლის შემდეგ მიმდებარე ტერიტორიაზე მიდის მიკროავტობუსი, საიდანაც ჩამოდის ახალგაზრდა კაცი და რამდენიმე წუთით ესაუბრება ამირხანაშვილს. იყო მედიის ნაწილის ვარაუდი, თითქოს ის შეიძლებოდა ყოფილიყო ბილანიშვილი, რაც არ დადასტურდა.

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძის ინფორმაციით, მიკროავტობუსიდან ჩამოსული პირი იდენტიფიცირებულია და ეს ვიდეო, სადაც ჩანს თეთრი მიკროავტობუსი და თეთრპერანგიანი მამაკაცი, გამოძიებისთვის აქამდეც იყო ცნობილი. მირიან ნიკოლაძის თქმით, გამოძიებამ ისიც იცოდა, ვინ იყო თეთრპერანგიანი მამაკაცი.
loading...
მსგავსი სიალხებეი