თამარ ბაჩალიაშვილმა გარდაცვალებამდე მამას ელექტრო შოკის შეძენა სთხოვა - ახალი დეტალები ბაჩალიაშვილის საქმეში

image
  • 326
loading...
თამარ ბაჩალიაშვილმა მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის ელექტრო შოკის შოვნა გარდაცვალებამდე 5-6 თვით ადრე სთხოვა, ამის შესახებ თამარის დედა გადაცემა „პოლიტმეტრში“ საუბრობს.

ელექტროშოკი გარდაცვლილი გოგოს მანქანაში იპოვეს.
„მამიმის სთხოვა ელექტრო შოკი თუ შეგიძლია მიშოვოო, მამამისმა მოუტანა და რამდენადაც ვიცი ატარებდა. ელექტრო შოკი ახლა სახლში არ არის, ვფიქრობ მანქანაში ჰქონდა“- ამბობს თამარის დედა.

თამარის დედა ამბობს, რომ  თამარს ელექტრო შოკი თავდაცვის მიზნით უნდოდა, რომ ჰქონოდა.

როგორც დედას თეთრიწყაროს პოლიციაში განუმარტეს ეს ელექტრო შოკი იყო თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში ნაპოვნი.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი  ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი მწყემსმა იპოვა. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

23 წლის გოგოს გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
loading...