რომელი ლოცვა უნდა გაიმეოროთ ყოველ ოთხშაბათს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიმართ

image
  • 1 197
loading...
„ყოველდღე ლოცვა ჩვენი ცხოვრების ნორმა უნდა გახდეს. ასეთი ლოცვა ნებისმიერი ცხოვრებისეული სირთულის დროს საუკეთესო დამხმარეა. ის დაგიცავთ, დაგიფარავთ და გულს სიყვარულით აავსებს. მაგალითად, ოთხშაბათს წმინდა ღვთისმშობლის მიმართ ლოცვა დაგეხმარებათ!“ – ეს ერთი წლის წინ დედაო ალექსანდრამ მითხრამ. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა.

დღეს გიამბობთ, თუ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიმართ რომელი ლოცვა უნდა გაიმეოროთ ყოველ ოთხშაბათს.

ლოცვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიმართ

ადამიანმა, რომელიც საკუთარი სიტყვებით ლოცვას ცდილობს, იცის, თუ რამდენად რთულია ლოცვაში იმის გამოხატვა, რაც სულშია დაგროვილი. ქრისტიანს, განსაკუთრებით დამწყებს ლოცვის სირთულე რომ გაუმარტივდეს, ეკლესიამ ყოველდღიური დილა–საღამოს წესი, ასევე ძლიერი ლოცვები კვირის ყოველი დღისთვის შეადგინა.

ეს ლოცვა შეგიძლიათ იპოვოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიმართ ლოცვების კრებულში.
„ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულისსიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულისთქმათაგან, და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე, და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროის რიცხვისა ქვიშისა, შეყროლდეს და დალბეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა: შენ, დედაო ღვთისა ჩვენისაო, მარადის განგარისხე არაწმინდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან.

შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე, დედუფალო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე მეცა შენგან ვაიმე, ვაიმე დაბნელებული, ნუ დედუფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე მტერთა ჩემთა!

აღადგინე გულის სიტყვა ჩემი სინანულად, და ხელპყრობილმყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღვრებითა ვჰსცხონდე.

ჰე, დედაუფალო წმიდაო, კაცთმოყვარისა ღვთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლე იგი მეოხებითა შენითა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკვდიდ! მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთათა და განვჰსწმიდნე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემდა, და უფროს თოვლისა განვჰსპეტაკნე.

ჰე, დედაო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი და ვედრებაი ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი, დედუფალო, მოწყალითა თვალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყვის მიმხდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა, და მექმენ მე ვაქილ და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი! მაშინ წარმადგინე მე უცხვენელი და ცხოვნებული, საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა, დიდებად შენდა და მხოლოდ–შობილისა ძისა შენისა და დაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლადწმინდისა და სულისა მისისა ცხოველსმყოფელისა ერთისა და დასაბამ ნათელთასა, და თანაარსისა სამებისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.“

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიმართ ლოცვა ცხოვრებაში ნამდვილ სასწაულს ახდენს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ლოცვას ყოველ ოთხშაბათს, მინიმუმ 2 თვე მაინც წაიკითხავთ. მთავარია, გახსოვდეთ, რომ ღვთისმშობლის მიმართ ლოცვა ნამდვილად გულწრფელად და სუფთა გულით უნდა წაიკითხოთ!
loading...