შემაძრწუნებელი კადრები - ექიმებმა ქალის პირიდან 1 მეტრიანი გველი ამოიყვანეს (ვიდეო)

image
მიმდინარეობს ვიდეოს ჩატვირთვა...
  • 1 209
loading...
DAILYMAIL-ი ავრცელებს შემზარავ კადრებს, სადაც ასახულია 4 ფუტიანი ( 121 სანტიმეტრიანი) სიგრძის გველის ამოღების პროცესი რუსი ქალის პირიდან. გავრცელებული ინფორმაციით, მას გველი მაშინ ჩაუძვრა ხახაში, როდესაც ეძინა. აღნიშნული შემთხვევა მოხდა დაღესტანში, რუსეთის მოქალაქის სახლის ეზოში.
უსიამოვნო შეგრძნების გამო, ახალგაზრდა ქალი სასწრაფოდ იქნა გადაყვანილი საავადმყოფოში, სადაც მას ანესთეზიის ქვეშ ჩაუტარდა ოპერაცია. კადრებში ჩანან ექიმები, რომელთაც სპეციალური მილის საშუალებით ამოჰყავთ გველი ადამიანის სხეულიდან.

მედიცინის ადგილობრივ უწყებათა განცხადებით, მსგავსი შემთხვევები იშვიათად ხდება ქვეყანაში, თუმცა მოქალაქეებს ურჩევენ, რომ გარეთ დაძინებისგან თავი შეიკაონ, რადგან იზრდება ალბათობა ქვეწარმავლების მიერ მათი დაკბენის და პირში მოხვედრისა.
loading...