"მირტყავდნენ უმოწყალოდ სახესა და თავში... მირტყამდნენ ისეთი გამეტებით, რომ სახეზე აფარებული ხელი მომტყდა" რა მოხდა თბილისში

image
  • 184
loading...
სოციალური ქსელის ერთ-ერთი მოქალაქე ივიკი ფრუიძე იმ ინცინდენტის შესახებ წერს, რომელიც მას ბარში შეემთხვა. იმის გამო, რომ მამაკაცმა ანგარიში გააპროტესტა, დაცვის ხუთი წევრი მას ფიზიკურად გაუსწორდა

მოვექეცი მათ ალყაში და დამიწყეს ცემა. რათქმაუნდა გავუწიე წინააღმდეგობა, მაგრამ რამდენს გავუძლებდი?! ჩემზე ორჯერ დიდები იყვნენ...
წამაქციეს, მირტყამდნენ უმოწყალოდ, არ მაძლევდნენ ფეხზე წამოდგომის საშუალებას. ყოველ წამს მხვდებოდა უამრავი მუშტი თუ წიხლი სხვადასხვა მიმართულებიდან. მათ შორის განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა ბარის ერთერთი თანამშრომელი გოგო, რომელიც დაცვის წევრების მიერ დაგდებულს მირტყამდა სკამს. ამ გოგოსთან დავაფიქსირე პირველი ლოგიკური პროტესტი არარეალურ ანგარიშზე. ამ ყველაფერს შეესწრო ჩემი ძმაკაცი, რომელიც დამეხმარა ჩასაფრებიდან გამოღწევაში. თუმცა ისტორია გრძელდება:

ამოვედი ბარიდან ნაცემი, აღშფოთებული, ემოციურად ძალიან რთულ მდგომარეობაში და რათქმაუნდა დავრეკე პატრულში. ეკიპაჟის მოსვლამდე მოხდა ჩემსა და დაცვას შორის მორიგი შელაპარაკება. დავადანაშაულე ისინი ნაძირალა სისტემის სამსახურში და დანაშაულებრივ ქმედებაში. ამ დროს ერთერთი დაცვის წევრი გვერდიდან მირტყამს სახეში, სანამ იმას შევუტრიალდი მეორე მირტყამს მეორე გვერდიდან და ა.შ. მოკლედ კვლავ დამაგდეს და მირტყამდნენ უმოწყალოდ სახესა და თავში ყველა მხრიდან.

მირტყამდნენ ისეთი გამეტებით, რომ სახეზე აფარებული ხელი მომტყდა. გადამეფარა ჩემი ძმაკაცი, შველას ცდილობდა სტუმარი მეგობარიც, რომელთაც რამოდენიმე დარტყმისგან მიხსნეს. ისინი რომ არ ყოფილიყვნენ ან გადავრჩებოდი ან - არა. რაღაც მომენტში ვიფიქრე, რომ გარდარჩენის შანსი თითქმის აღარ მქონდა, რადგან მირტყამდნენ კუნთის უზარმაზარი მასები, იყვნენ ბევრნი და სრულიად დაუნდობლები. როგორღაც მიხსნეს მეგობრებმა მათგან და ამასობაში პატრულიც მოვიდა.

დაცვის 5 წევრიდან და ერთი ბარის პერსონალიდან 2 დაცვის წევრი დარჩა ადგილზე (დანარჩენი 4 მოძალადე გადაიმალა) დარჩენილებს რათქმაუნდა ხელი დავადე, როგორც ამ ბოროტების თანაავტორებს და იმედი მაქვს, რომ წარსდგებიან მართლმსაჯულების წინაშე..." წერს ივიკო ფრუიძე.
loading...