საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი - 158 ახალი შემთხვევა დადასტურდა

image
  • 344
loading...
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი - 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი.

ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:

კორონავირუსით ინფიცირებულია - 2 075;
გამოჯანმრთელებულია - 1 363;
მათ შორის გარდაცვლილია - 19;
კარანტინის რეჟიმში რჩება -  5 882;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  390, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 28 მილიონს გადააჭარბა.
loading...