თუ ყოველი მესამე ადამიანი დაავადდა, “ლოქდაუნი” იქნება ავტომატურად – ბიძინა კულუმბეგოვის პროგნოზი

image
  • 337
loading...
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი საქართველოში მკაცრი საკარანტინო ზომების მიღებას იმ შემთხვევაში არ გამორიცხავს, თუ ქვეყანაში ყოველი მესამე ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირდა.

როგორც მან „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში განაცხადა, ჯერჯერობით, საქართველოს კარანტინის გამოცხადების საფრთხე არ ემუქრება.

ბიძინა კულუმბეგოვი: მიმდინარე სიტუაცია პროგნოზირებადი იყო. ზაფხულში, როცა ადამიანების მობილობა ძალიან გაიზარდა, კორონავირუსის გავრცელების რისკმაც მოიმატა. ეს ტენდენცია მთელ მსოფლიოში ასე განვითარდა. ზოგადად, ქვეყანაში, რაც უფრო მეტი ტესტი კეთდება, იზრდება კორონავირუსის გამოვლენის საშუალება.
აღსანიშნავია, რომ დაავადება თავისი შინაარსით შემსუბუქებულია და ინფიცირებულების უმეტეს ნაწილში დაავადება საშუალოდ, მსუბუქად ან სიმპტომის გარეშე მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუ დინამიკა ასე შენარჩუნდება, ქართული ჯანდაცვის სისტემა ინფიცირებულების რაოდენობას გაუმკლავდება.

– ბატონო ბიძინა, ვირუსის გავრცელების ტენდენცია ზრდისკენ მიდის. მოელით თუ არა ვითარების კვლავ გაუარესებას?

– ზამთრის პერიოდში, შესაძლოა, ვირუსის მაჩვენებლები კიდევ უფრო გაიზარდოს, თუმცა ეს პანიკის საფუძველი არ უნდა გახდეს, რადგან იმ შემთხვეევაში, თუ ინფიცირებას სიმძიმე არ ახლავს თან, გარკვეულ ეტაპზე, შესაძლოა, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, პაციენტმა სახლიდანაც იმკურნალოს.

– რა შემთხვევაში შეიძლება გამოცხადდეს კარანტინი?

– როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის გაცხადებული, ქვეყნის რესურსი არის 10-დან 12 ათასი საწოლი. იმ შემთხვევაში, თუ ყოველის მესამე ადამიანი ავად გახდება, “ლოქდაუნი” იქნება ავტომატურად, ანუ სახლიდან არავინ გავა, თუმცა ეს სცენარი აბსოლუტურად არადამაჯერებელია. მწამს, რომ ასეთი რამე საქართველოში არ მოხდება.

იმ შემთხვევაში, თუ დაგროვდა იმდენი პაციენტი, რომ ქვეყანა ინფიცირებულების მკურნალობას ვეღარ უმკლავდება, მაშინ მკაცრი საკარანტინო პირობების გათვალისწინებით,ინფექციის გავრცელება სრულად უნდა შეწყდეს. ჯერჯერობით, ამ საფრთხის წინაშე არვდგავრთ,თუ დავიცავთ სოციალურ დისტანციას და სწორად ვატარებთ ნიღაბს.
loading...