“მსოფლიოში ბევრმა მეცნიერმა გამორიცხა და დაამტკიცა თქვენი საწინააღმდეგო” – ექიმის სკანდალური პოსტი, რომელიც ხელისუფლებას ამხელს

image
  • 155
loading...
ექიმი და ბიზნესმენი რამაზ გაგნიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ქვეყანაში არსებულ ეპიდ სიტუაციაზე და ხელისუფლების რეაგირებზე წერს.

„ვინაიდან დაიწყო მოსახლეობის ფსიქოლოგიური და ფინანსური ტერორი კორონა-აფიორის, კორონა-ციფრების მატების და კორონა-პროპაგანდის საშუალებით, მინდა გითხრათ რომ კი კორონა-ვირუსი არსებობს მაგრამ, იგი არაა სასიკვდილო თუ ადამიანს არა აქვს თანამდევი დაავადებები.

კორონა-ვირუსს გრიპის სხვა გრიპის ვირუსებთან შედარებით ბევრად ნაკლები ლეტალური(სასიკვდილო) გამოსავალი აქვს, ასევე ბევრად მსუბუქად გადააქვთ ადამიანებს, ვიდრე სხვა გრიპის ვირუსი.
ამას ვამბობ როგორც ექიმი და მიჩნდება კითხვები საქართველოს მთავრობის მიმართ:

1. რატომ ემთხვევა ლარის კურსის ვარდნა კორონას ციფრების მატებას?

2. რამ გამოიწვია ზუსტად შემოდგომის(1 სექტემბრიდან) დადგომიდან კორონას ციფრების კატასტროფული მატება?

3. რატომ არ იქმნება კომისია, რომელიც გააკონტროლებს ინფიცირებულთა რეალურ რაოდენობას, რადგან მთავრობამ და გამყრელიძე-იმნაძემ ხალხში ნდობა დაკარგა?

4. რატომ იმატებს კორონას ციფრები, იმიტომ ხომ არა, რომ ჩაკეტონ შეკრების და სააგიტაციო ადგილები და არჩევნები „კარგად“ ჩატარდეს მხოლოდ ორი გარიგებული პარტიისთვის, რომლებიც 8 წელია ლოკავენ ერთმანეთს?ან გაყალბებული არჩევნების მერე ხალხი ვერ გამოვიდეს საპროტესტოდ?

5. იქნებ აუხსნათ ხალხს, რატომ არ „გაამართლა“ თქვენს მიერ შექმნილმა „ეკლესიის კლასტერმა“ და ეხლა აღარ არის საშიშროება „ეკლესიის კლასტერის“?ამიტომ დაფიქრით სანამ ეკლესიას, პატრიარქს და მართლმადიდებელ მრევლს შეურაცხყობას აყენებთ.

6. რას ნიშნავს უსიმპტომო პაციენტი? ასეთი რამ არ არსებობს და იქნებ ამიხსნათ მე როგორც ექიმს, რომელმაც ჩემი სამედიცინო მოღვაწეობა დავიწყე 1987 წელს სეფსისისა და ინფექციურ დაავადებათა ცენტრში.

7. რატომ ამტკიცებთ კორონასთან დაკავშირებით ბევრ სისულელეს, რადგან მსოფლიოში ბევრმა მეცნიერმა და მედიცინის პროფესორ-აკადემიკოსებმა გამორიცხეს და დაამტკიცეს თქვენი საწინააღმდეგო მოსაზრებები და არგუმენტები, რომელსაც დაეთანხმა მსოფლიო სამედიცინო საზოგადოება.

8. რატომ შეიცხადებთ ხოლმე რომ კორონა-ვირუსი შეეყარა და ვაიმე რაღა ვქნათო?ეს ხომ შიდსი, სიმსივმნე ან შავი ჭირი არაა?

მიჩნდება კითხვები, როგორც ბიზნესმენს:

1. მეორედ დაიკეტა რესტორნები და რატომ არ აკეთებთ რეგულაციებს, რომ ეს ბიზნესი გადარჩეს?

2. მეორედ დაიკეტა სასტუმროები და რატომ არ აკეთებთ რეგულაციებს, რომ ეს ბიზნესი გადარჩეს?თუ არ ჩავთვლით მთავრობასთან გარიგებულ იმ სასტუმროებს, რომლების კარანტინის რეჟიმში მხოლოდ ატკატებზე მუშაობს(კულუარული ინფორმაციით).

3. დაიკეტა დ გაკოტრდა მაღაზიები, მხოლოდ სასურსათოს გარდა და რას უპირებთ ამდენ გაჭირვებაში ჩავარდნილ ხალხს?

4.დაიკეტა ბევრი ბიზნესი და ბანკის ვალდებულება აქვთ თითქმის ყველას, რას უპირებთ ამ ხალხს, ვინაიდან კატასტროფულად იმატა გაკოტრებულ და ფსიქიკურ-ფინანსურად განადგურებულ ადამიანთა რიცხვმა ქვეყანაში?

5. რატომ კეტავთ საერთაშორისო ფრენებს და საერთაშორისო ტურიზმს, რადგან მთელ მსოფლიოში ყველაფერი დაუბრუნდა ჩვეულ რიტმს?

6. რას უპირებთ ხალხს არჩევნების მერე, ვინაიდან ქვეყანაში სერიოზული ფინანსური კრიზისი დაიწყო, რასაც თქვენი სკამებიდან ფაქტიურად ვერ ხედავთ?

7. იქნებ აუხსნათ ხალხს, რომ 3 მილიარდი ევრო საერთაშორისო ვალი რომელიც შემოდის ახალ წელს, რად გჭირდებათ და რა მიზნებისთვის, ვინაიდან არცერთი საერთაშორისო ვალი, რომელიც დღეს ქვეყანას აქვს 20 მილიარდი ლარის ოდენობით ბოლო 17 წლის განმავლობაში, ხალხის კეთილდღეობას და ქვეყნის განვითარებას არ მოხმარებია?!

P.S. გთხოვთ კარგად წაიკითხოთ, კარგად გაიაზროთ რასთან გვაქვს საქმე და ყველამ გააზიაროთ.ძველი და ახალი მთავრობის მონები და ვაზელინები ძალიან ნუ იაქტიურებთ, თქვენ მაინც არაფერი გეშველებათ თუ არ შეიცვლებით ქვეყნის და ხალხის სასიკეთოდ.

პატივისცემით, ექიმი და ბიზნესმენი რამაზ გაგნიძე!”,- წერს რამაზ გაგნიძე.
loading...