"შემეშინდა! ძალიან შემეშინდა... რა უნდოდა ბავშვთან... რატომ გაიქცა უფროსის დანახვისას! არ გაუშვათ ბავშვები მარტო!" - ნინო პოტრჟებსკაია

image
  • 3 033
გორში 9 წლის გოგონას მკვლელობას საზოგადოებაში ვნებათაღელვა მოჰყვა. "არ გაუშვათ ბავშვები მარტო" - წერს ფეისბუქის გვერდზე პიარ მენეჯერი ნინო პოტრჟებსკაია."შემეშინდა! ძალიან შემეშინდა ბავშვების მარტო გაშვება!! გუშინაც ჩემი პატარა ეზოში მარტო იყო ჩასული, ვიღაც უცხო კაცი ელაპარაკებოდა თურმე, არა ჩვენი უბნელი, არადა ჩვენთან გამვლელი ვერ მოხვდება ისეთი მოტეხილი ადგილია. გიოს ქოლგა ეჭირა თურმე ხელში და რაღაცეებს უხსნიდა.
ამ დროს დეიდაჩემი ჩასულა ბედად და ბავშვისთვის რომ დაუძახია, ის კაცი სასწარფო წესით მოტეხილა!! დეიდაჩემს კი უყვარს ხოლმე გაბუქება და არ მივაქციე ყურადღება ამ ამბავს როდესაც მიყვებოდა. ეხლა კი სულ მაკანკალებს ისეთ რაღაცეებზე მეფიქრება.. რა უნდოდა ბავშვთან, მისი ქოლგა რატომ აიღო და რატომ გაიქცა უფროსის დანახვისას!! ღმერთმა გადამარჩინა! არ გაუშვათ ბავშვები მარტო!" - წერს ნინო პოტრჟებსკაია.
მსგავსი სიალხებეი