ესე გამოიყურება 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ოთახი

image
  • 5 768
8 წლის გოგოს მკვლელობის ბრალდებით დაკავებული კაცის სახელი 14 წლის წინ მომხდარ კიდევ ერთ შემზარავ ამბავს უკავშირდება. 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილი გორიდან 2004 წელს გაუჩინარდა. ოჯახს კი უცნობებმა გამოსასყიდი მოსთხოვეს. სწორედ ფულის გამოძალვის ბრალდებით გაასამართლეს მაშინ იაგო ნებიერიძე, ბავშვის გატაცება კი არ დაუმტკიცდა. ზაქრო ბერძნიშვილი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

გავრცელებული ცნობით, 8 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულმა ციხე 2018 წლის თებერვალში დატოვა.
loading...
2010 წელს დაბადებული ნ.ბ. 25 ოქტომბერს სახლიდან ცეკვის წრეზე შუადღისას გავიდა, მაგრამ დანიშნულ ადგილზე არ მისულა. ოჯახმა პოლიციას შეატყობინა. რამდენიმე საათში ბავშვი მდინარე ლიახვის პირას გარდაცვლილი იპოვეს.

გორში ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე წარსულში ნასამართლევია.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

loading...