კომენდატის საათი, ჩაკეტვები და საგანგებო მდგომარეობა - ნახეთ რა განცხადება კეთდება ამ წუთებში

image
  • 2 289
loading...
ქართული ოცნების“ დეპუტატი რევაზ არველაძე კორონავირუსის პანდემიის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს. როგორ მან „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა არ უნდა გაუქმებულიყო. დეპუტატი, ასევე, მომხრეა, რომ ქვეყანაში კომენდანტის საათი დაწესდეს.
„როდესაც მარტის თვეში გვქონდა, დაახლოებით, დაავადების 9 შემთხვევა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი საერთოდ არ იყო, მაშინ შემოვიღეთ საგანგებო მდგომარეობა. ახლა 300-ზე მეტი დაფიქსირდა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირებულთა რაოდენობას ვერ აჭარბებს, ამიტომ რას დაველოდოთ?! – უნდა გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა. მე ვთვლი, რომ აუცილებელია კომენდანტის საათის შემოღება  საღამოს 10 საათიდან დილის 7 საათამდე, ეს არის ყველაზე კარგი პრევენცია ვირუსის გავრცელებისთვის. ხომ ხედავთ, ყოველდღიურად დაავადებულთა რაოდენობა იზრდება. ჩემი აზრით, საგანგებო მდგომარეობა არ უნდა გაუქმებულიყო“,- განაცხადა არველაძემ. – უნდა გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა. მე ვთვლი, რომ აუცილებელია კომენდანტის საათის შემოღება  საღამოს 10 საათიდან დილის 7 საათამდე, ეს არის ყველაზე კარგი პრევენცია ვირუსის გავრცელებისთვის. ხომ ხედავთ, ყოველდღიურად დაავადებულთა რაოდენობა იზრდება. ჩემი აზრით, საგანგებო მდგომარეობა არ უნდა გაუქმებულიყო“,- განაცხადა არველაძემ.
loading...