თბილისში რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა იზღუდება

image
  • 100
loading...
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისსა და იმერეთში ხვალიდან, 16 ოქტომბრიდან რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა 22 საათიდან შეიზღუდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა  მთავრობის სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

„როგორც ჩანს, უახლოეს დღეებში 1000-იან ნიშნულს გადავაბიჯებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის რეკორდული 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 14 440 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 7 367 ადამიანი, გარდაიცვალა 113 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 5590 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
loading...