კოვიდით ძმა მიკვდებოდა და შემთხვევით სასწრაფო დახმარების მანქანაში ყუთს ფეხი წამოვკარი, პოლიცია გამოიძახეს და საქმე აღძრეს ჩემს წინააღმდეგ

image
  • 2 230
loading...
18 ოქტომბერს სოციალურ ქსელში შემზარავი ვიდეო გავრცელდა, სადაც ქალბატონი კოვიდინფიცირებულ ძმას ვიდეოს უღებს. ავტორი ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მის ძმას სათანადო ყურადღებას არავინ აქცევდა. გთავაზობთ ვიდეოს ავტორის სრულ პოსტს:
”ეს კაცი, როგორც თქვენ უწოდებთ არის ჩემი ძმა, ჩემი სისხლი და ხორცი. გუშინ დაურეკეს და უთხრეს, კოვიდი დაგიდასტურდათო. ჯერ ჩემს რძალს დაუდასტურდა, ხუთშაბათს და მერე ჩემს ძმას. სახლში ჰყავთ, ორი მცირე წლოვანი ბავშვი და ორიც კიდევ სრულწლოვანი. ყველა თვით იზოლაციაში იყო. 3 დღის მანძილძე არავინ დაკავშირებია და არ უკითხავთ მდგომარეობა თუ, როგორ იყო 39 სიცხით ადამიანი. უთხრეს ეპიდემიოლოგები დაგაკავშირდებიანო, მაგრამ ამაოდ.. დღემდე არავინ დაგვკავშირებია. მხოლოდ, სიცხის დამწევს პარაცეტამოლს სვამდა ჩემი რძალი. ჩემს ძმას არანაირი სიმპტომები არ ქონდა. დღეს მისცა სიცხე და 3 ჯერ დაკარგა გონება. მე ქალაქიდან გასული ვიყავი.
ჩემმა რძალმა დამირეკა მარნეულში ვიყავი და მითხრა, ორჯერ გახდა ცუდად და სასრაფო გამოვიძახეთო. მე რომ მარნეულიდან თბილისში ჩოვედი სასწარფო მაშინ მივიდა მისამართზე. წარმოიდგინეთ ეხლა ეს დრო. პარალელურად ვრეკავდი 1505 ზე რომელზეც არ პასუხობენ საერთოდ და ასევე 112 ზე აქაც ძალიან დიდი ლოდინის შემდეგ მოპასუხეს. ვუთხარი, რომ მძიმედ იყო და დროულად ემოქმედათ. და ამ დროს რა მოხდა იცით? სასწრაფო დახმარების ჩვეულებრივი ბრიგადა მივიდა მისართზე, რომლებმაც არ იცოდნენ რომ კოვიდიანებთან მივიდნენ. გაჩერდნენ გარეთ სადარბაზოსთან და ნახავარი საათი კიდევ იმას არკვევდნენ შესულიყვნენ თუ არა. არანაირი აღჭირვილობა მათ არ ქონდათ მაგრამ მაინც შევიდნენ და რომ ნახეს გადასაყვანი იყო თქვეს გადავიუყვანოთო. ამ დროს მეც მივედი უკვე სახლთან და რას ვხედავ მესმის ბავშვების განწირული წივილი, კივილი მამააა, მამა მოკვდააა. რა თქმა უნდა შევედი სახლში და უგონდ არის ჩემი ძმა და ჩემი რძალი ასულიერებს. შემოიტანეს საკაცე ძლივს დავაწვინეთ და საკაცის ამწევიც არავინ გვყვადა მძღოლს რომ დახმარებოდა. მე და ჩემი დეიდაშვილი ვიყავით მხოლოდ. რომელ მეზობელს ეტყვი ამ დროს დამეხმარეთო. ეს ხომ შეუძლებელია? როგორც იქნა მოვათავსეთ მანქანაში და მეუბნებიან თქვენ დაუჯექით გვერდითო. ამაზე უარს ვიტყოდი თქვენი აზრით? რათქმაუნდა გავყევი მე სასწრაფოს. ჩემთან ერთად არ ყოფილან ექიმები. ისინი წინ დასხდნენ მძღოლთან. მე მეჭირა ჟანგბადის ბალიში რომელიც 3 ჯერ გამიწყდა. არც ვიცოდი, სად რა უნდა მიმეერთებინა. დაეწყო კრუნჩხვასავით შეტევა. მხოლოდ იმას მეუბნებოდა ვკვდები და ენა დამიჭირეო. ვუყვირივარ გააჩერეთ მანქანა გადმოდით დამეხმარეთ მეთქი და ყურად არ იღეს ჩემი ხვეწნა მუდარა. პირადად მე, ჩემი საკუთარი ძმა მაკვდებოდა ხელებში ხალხოოო, რომელ პანიკზე მელაპრაკებით საერთოდ და რომელ კივილზე? რატომ გადავიღე ვიდეო? ამის გული მქონდა? დიახ მქონდა, იმიტომ რომ ამით დავიცავდი ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების უფლებებს, რომელიც უკვე 3 დღის განმავლობაში ირღვეოდა. მივედით თუ არა კარების გაღებისთანავე რომ გადმოვედი ეს ჟანგბადის ბალიში ვისროლე, მოხვდა სამედიცინო ყუთს რომელიც დაზიანდა, როგორც იქნა გადავიყვანეთ და შესვლისას ვინც დაგვხვდა მისაღებში გვეუბნება, ვისთან მოიყვანეთ ვისი პაციენტიაო. ამან ხომ საერთოდ შოკში ჩამაგდო. მერე არკვევდნენ საით უნდა მოეღოთ, სად წაეყვანათ. ყუთის დაზიანებასაც არ ჩაუვლია ისე, გაომოიძახეს საპატრულო. მოვიდა ორი ეკიპაჟი თითქოსდა კაცი მოვკალი. ნივთის დაზიანებაზე აღიძრა საქმე და უახლოეს მომავალში გამომკითხავენ ამ ფაქტზე და ალბათ დამაჯარიმებენ კიდეც”.
დაზარალებული აღნიშნავს, რომ სასწრაფოს ექიმები ამშვიდებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ჩვეულებრივი ვირუსია და საშიში არაფერია: “დაწყნარდით, ჩვეულებრივი ვირუსიაო მეუბნებოდნენ. თქვე დალოცვილებო თუ ასეთი ჩვეულებრივი ვირუსია ამ ხალხს, რაღატომ აპანიკებთ, რატომ თრგუნავთ? ფსიქიკურად რატომ შეშალეთ საზოგადოება? მხოლოდ ხელების ხშირი დაბანა, პირბადე და დისტანცია ყოფილა კორონასთან ბრძოლა? ეს გვიშველის? მე ბოდიშით თუ აღარავის არაფერი აღარ მჯერა”.
აღნიშნული ვიდეოს ავტორი აცხადებს, რომ საზოგადოების ბრალდებას, ვითომ ნაცია ან ქოცი უარყოფს. ის ამბობს, რომ არცერთ პარტიას არ მიეკუთვნება და სრულიად ადეკვატური რეაქცია ქონდა.
”აი ის დაზიანებული ყუთიც. აი ამიტომ დავიწყე გადაღება როცა პატრული გამოიძახეს. ნეტა მანამდეც მეფიქრა და მანქანაშიც გადამეღო თუ როგორ ვიყავით მარტო მე და ჩემი ძმა და როგორ ვემუდარებოდი დახმარებას. მაგრამ ამის თავი ნამდვილად არ მქონდა. მე მქონდა ამის ვალდებულება? ამიხსენით ხალხნო? მე ხომ კიდევ ერთი ახალი დაინფიცირებული ვიქნები ახლა. ვაი თქვენს პატრონს უბედურს მართლა, ვინც ამბობთ რომ სპექტაკლი დავდგი და ნაცი ვარ”, – წერს მირანდა ლაღიძე.
loading...
მსგავსი სიალხებეი