მთავრობის უახლესი გადაწყვეტილება, რომელიც თბილისის 4 მეტროსადგურზე ხვალიდან ამოქმედდება

image
მიმდინარეობს ვიდეოს ჩატვირთვა...
  • 5 249
loading...
“ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით და საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, დედაქალაქის მერია 6 ნოემბრიდან თბილისის მეტროპოლიტენში სპეციალურ ღონისძიებებს განახორციელებს.
გადატვირთული მეტროსადგურების შესასვლელებში, პიკის საათებში, მგზავრთა ნაკადის კონტროლი მოხდება რიგების მართვის მეშვეობით, რათა შეძლებისდაგვარად თავი დავიზღვიოთ ვირუსის შესაძლო გავრცელებისგან.
ამ ეტაპზე, აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება იგეგმება "ვარკეთილის", "ახმეტელის თეატრის", "დიდუბისა" და "სადგურის მოედნის" მეტროსადგურებზე.“- წერს თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი.
loading...