თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

image
  • 5 348
loading...
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურ დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში ადასტურებენ.
მათივე ინფორმაციით, თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ლაბორატორიული კვლევის თანახმად, თენგიზ ცერცვაძე ინფიცირებულია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება. შესაბამისად, სტაციონარში ყოფნას არ საჭიროებს და ის სახლში მკურნალობს“, – აცხადებენ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში.
loading...
მსგავსი სიალხებეი