პატივია, შენი დეიდა ვიყო, მომენატრები… – რას წერენ ავარიაში დაღუპულ ბიჭზე

image
  • 707
loading...
 

პერსონალურ მწვრთნელ თორნიკე კობახიძეს სოციალურ ქსელებში მარტივად იპოვით.
ვარჯიშის მოყვარულთა ფოტოებისა და მათი შედეგების გაზიარების შემდეგ, ახლა მის პროფაილი გლოვის წერილებით ივსება:
ტიკივილი, დანაკლისი, სინანული და უამრავი ემოციური ფოტო-წერილი, რომელსაც ახლა თორნიკეს უწერენ, ფეისბუქ ისტორიას სამუდამოდ შემორჩება.
„My supermotivator Super Boy
IT’s an honor to be your aunt!!! Proud of you my Boy!!! I will miss you!!
ჩემი სუპერმოტივატორი Super Boy
პატივია შენი დეიდა ვიყო!!! ვამაყობ შენით ჩემო ბიჭო!!! მომენატრები!! “, – წერს, როგორც მიხვდით, თორნიკეს დეიდა.
შეგახსენებთ. გუშინ მომხდარ ავარიაში ორი მწვრთნელი დაიღუპა.
„ცენტრ „ასპრიას“ მწვრთნელები იყვნენ. ერთად ვმუშაობთ კარგა ხანია. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა სამსახურიდან შინ ბრუნდებოდნენ. ერთ-ერთი გარდაცვლილი გოგო, მოსწავლე იყო. ვისაც დაეჯახნენ, ის ახლა ებრძვის სიცოცხლეს“, – უთხრეს „დაიჯესტს“.
„მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე თითქმის შეუძლებელი იყო მოძრაობა. მიზეზი დღეს დილით გავიგე. ავტოსაგზაო შემთხვევამ სამი ახალგაზრდა შეიწირა – თორნიკე, გენრი და თეკლა…
სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა მათ სულებს.
ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ახლობლებს.
არ ვიცი, როგორ უნდა შემცირდეს სტატისტიკა ავტოსაგზაო შემთხვევების. ზომები სასწრაფოდ მისაღებია! მძიმე დემოგრაფიული პირობების ფონზე ვკარგავთ ახალგაზრდებს.
ალბათ ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ ამ საქმეში. გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს“, – წერს ფეისბუქ მომხმარებელი.
loading...
მსგავსი სიალხებეი