შეზღუდვების კანონის მოქმედების ვადა 6 თვით გახანგრძლივდება

image
  • 4 728
loading...
 

"საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები, რომელიც მთავრობას უფლებას აძლევს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე დააწესოს ქვეყანაში შეზღუდვები, კიდევ 6 თვით გახანგრძლივდება.
უმრავლესობაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ვადა, ექვსი თვე არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება რადიკალური გადაწვეტილებების მისაღებად ემზადება ან შეზღუდვები კიდევ ნახევარი წლის განმავლობაში იმოქმედებს.

ინიციატივა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ წარადგინა და მიზეზად ეპიდვითარება დაასახელა.

ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოში ხვალ დარეგისტრირდება.
loading...