ზოდიაქოს ერთადერთი ნიშანი, რომლისთისაც 2021 ზე წარმატებული იქნება

image
  • 565
loading...
 

ასტროლოგ ქეთი ვაწაძის თქმით, მომავალი 2021 წელი კარგია ცეცხლისა და ჰაერის ნიშნებისთვის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ნიშნებს არ გაუმართლებთ!

შესაძლოა მათთან სწორედ ჰაერისა და ცეცხლის ნიშნებშია გადანაწილებული პლანეტათა უმრავლესობა, რაც უკვე სრულიად ცვლის სურათს და წარმატების მაღალ ალბათობას იძლევა.

ვერძისთვის ბოლო წლები საკმაოდ რთული იყო, მეტად კონფლიქტური, ტრავმული, აგრესიული აღმოჩნდა განსაკუთრებით 2020 წლის მეორე ნახევარი. 2021 წელი, ამ მხრივ, უფრო მსუბუქი, მეტად წარმატებული იქნება, მთავარია ხარის პრინციპების დაცვა – სიბეჯითე, საქმის ბოლომდე მიყვანა, მუყაითობა და არა სპონტანური ან ზერელე გადაწყვეტილებები.

ვერძებს ეძლევათ საშუალება შეიძინონ ახალი მეგობრები, გაზარდონ თანამოაზრეთა წრე, მეტად დაკავებულნი და რეალიზებულნი იყვნენ სოციალურ სფეროში, მოახდინონ გარკვეული ცვლილებები, განახორციელონ რეფორმები, მოკლედ, ბევრად უკეთესი, მეტად დინამიური წელი დგება მათთვის.
კუროსთვის საკმაოდ კარგი წელია კარიერული და პროფესიონალური თვალსაზრისით, თუმცა, ამავდროულად საყურადღებო წელია, ვინაიდან თითქმის აგვისტომდე კუროს ნიშანში იმყოფება ე.წ. ლილიტი, მაცდუნებელი პლანეტა, ასევე, ურანი, ამიტომ, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებს ამ ნიშანს ფულთან, კაპიტალდაბანდებებთან, მსხვილ ფულად გარიგებებთან მიმართებით, მაღალია მატერიალურ საკითხებში შეცდომების დაშვების ალბათობა და სამომავლო დანაკარგების თავიდან ასაცილებლად წინდახედულობის გამოჩენა სჯობს. არ დაგავიწყდეთ ეკონომიურობა, მოერიდეთ სპონტანურ საყიდლებს და ფულის ფლანგვას.

ტყუპებისთვის საკმაოდ სასიკეთო, ჰარმონიული პერიოდი დგება მერწყულში მდგარი პლანეტების ჰარმონიული ასპექტის დამსახურებით. ტყუპებს გადადებული პროექტების, ჩანაფიქრის მარტივად განხორიელების საშუალება მიეცემათ, ამიტომ, მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ შემდეგი წელიწადი. თუმცა, 24 ივლისიდან ტყუპების ზოდიაქოში გადმოდის ე.წ. შავი მთვარე, რაც ამ ნიშნის წარმომადგენლებისგან გარკვეულ სიფხიზლეს მოითხოვს – აუცილებელია გაცხრილოთ არასაჭირო კონტაქტები, გადაამოწმოთ მიღებული ინფორმაცია, წაუკითხავად არც ერთ დოკუმენტს არ მოაწეროთ ხელი, გააკონტროლოთ საუბარი და მეტი იმუშაოთ ურთიერთგაგებაზე.

კირჩხიბისთვის შედარებით ამოსუნთქვის, უფრო მსუბუქი წელი მოდის, რომელიც ისევე, როგორც თხის რქა, სატურნის წნეხის ქვეშ იმყოფებოდა ამ ბოლო წლების მანძილზე, რადგან სატურნი (შეზღუდვები) მის ოპოზიციურ ნიშანში, თხის რქაში იდგა, რაც თავისთავად, მასზეც აისახა.

2021 წელი არ იქნება მათთვის ასეთი სტრესული და დამქანცველი და უფრო მარტივად გამოვა ჩანაფიქრების რეალიზება. ეს არის მათთვის ტრანსფორმაციის, სულიერი ზრდის წელი, ბევრთან შესაძლოა მემკვიდრეობის, სხვისი ფინანსების, ქონების საკითხებიც კი დადგეს დღის წესრიგში

ლომებისთვის მნიშვნელოვანი პერიოდია პარტნიორული ურთიერთობების მხრივ, მოვლენები შესაძლოა სწორედ ამ სფეროში განვითარდეს. დაუოჯახებელ ლომებს ეძლევათ დაოჯახების შანსი, დაოჯახებულებს კი – პრობლემების თავიდან ასაცილებლად მეტი ყურადღების და დიპლომატიის გამოვლენა მართებთ პარტნიორების მიმართ, ეხება ეს საქმიან, თუ სასიყვარულო პარტნიორებს, არ აქვს მნიშვნელობა. თუ ხდება ამ მხრივ ყურადღების გამახვილება, ამასთან, თუ ლომები არ იზარმაცებენ, მაშინ საკმაოდ წარმატებული წელია მოსალოდნელი

ქალწულისთვისაც
არ იქნება ცუდი შემდეგი წელი, განსაკუთრებით სამსახურისა და პროფესიონალური ზრდის კუთხით.

თუმცა, რადგან მათ ისედაც უყვართ მუშაობა და 2021 წელს, კიდევ უფრო მეტად დაიხარჯებიან ამ სფეროში, შესაძლოა გადააჭარბონ და ზიანი მიაყენონ საკუთარ ჯანმრთელობას, ამიტომ აუცილებელია ისწავლონ ბალანსის დაცვა, დასვენება, არ გადაიტვირთონ თავი. ზომიერების დაცვით – ყველაფერი კარგად იქნება.

სასწორისთვის საკმაოდ კარგი, ჰარმონიული წელია, რადგან ისიც ჰაერის ნიშანს განეკუთვნება, ამიტომ წარმატებები მოსალოდნელია ბევრი მიმართულებით. ეს წელი შესაძლოა ბავშვის გაჩენის, ან სასიყვარულო, რომანტიკული ურთიერთობების წელიც აღმოჩნდეს.

სასწორებისთვის, 2021 – შემოქმედებითი რეალიზების, თვითგამოხატვის წელია. გამოიყენეთ შანსები
მორიელისთვის 2021 წელი მნიშვნელოვანი იქნება სახლის და სახლთან დაკავშირებული სფეროებისთვის, შესაძლოა ბევრმა მიწა, ან სახლი შეიძინოს, ან სხვა სახლში გადავიდეს საცხოვრებლად. შესაძლოა სახლში მატებაც მოხდეს, მოკლედ, სახლი – აქცენტირებული თემა იქნება მათ ცხოვრებაში, თუმცა არც სხვა სფეროებისთვის იქნება წელი ცუდი.

მშვილდოსნისთვის – პერსპექტიული წელია! ამ ნიშანში მფარველი ანგელოზის გადასვლის შედეგად, ბევრი მათგანისთვის ახალი ჰორიზონტები იხსნება.

მშვილდოსანი ისედაც არ უჩივის ხოლმე იღბალს, მაგრამ ამ ინგრესიის შედეგად, მათი იღბლიანობა კიდევ მეტად მოიმატებს. მათ ელით ახალი ნაცნობობა, ქვეყნის შიგნით მოგზაურობა და გადაადგილებებები. ეძლევათ შანსი დაამყარონ საჭირო კონტაქტები, მიაღწიონ წარმატებას კომერციულ სფეროებში, რაღაც ახალი ისწავლონ, რაც ისედაც უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს თითოეულ მათგანს.

თხის რქა
2021 წელს ბევრად მსუბუქად იგრძნობს თავს. მან ჩააბარა სამყაროსეული გამოცდები და ახლა უკვე გათავისუფლდა. მიუხედავად იმისა, რომ მის ნიშანში 2020 წელს გამარჯვების პლანეტა, იუპიტერი იმყოფებოდა და წესით, ახალი პერპექტივები და შესაძლებლობები უნდა მოეტანა მას ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის, ბევრისთვის წელი მაინც არ აღმოჩნდა განსაკუთრებით იღბლიანი, ვინაიდან ბოლო 3 წლის მანძილზე თხის რქის ნიშანში ასევე იმყოფებოდა მთავარი შემზღუდველი პლანეტა სატურნი, რომელსაც უფრო ძლიერი სტატუსი აქვს თხის რქაში, ვიდრე იუპიტერს,რამაც დაბლოკა ამ იუპიტერის შეპირებული სიმსუბუქე და იღბლიანობა, თუმცა ბევრისთვის, გასულ სამ წელში სერიოზულ სასიკეთო ცვლილებები მოხდა, ე.ი. სატურნმა დაუფასა. ის სამართლიანია და არასდროს დაუკარგავს ადამიანს ძალისხმევას და სატურნის კეთილგანწყობა ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე იუპიტერის მოტანილი საჩუქრები.

მერწყულისთვის
ეს ყველაზე წარმატებული წელია, რადგან სატურნთან ერთად, მასთან გამარჯვების პლანეტა, იუპიტერიც გადავიდა, ამიტომ მერწყულებს ეწყებათ ახალი ეტაპი, ეძლევათ რაღაც მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელების საშუალება.

არ გაუშვათ მოცემული შანსები ხელიდან. დაიწყეთ რაიმე ახალი! მთავარია პრაგმატიზმი, რაციონალური ხედვა და რეალისტური გეგმები, დანარჩენში უკვე იუპიტერი დაგეხმარებათ.

თევზებისთვის
2021 მნიშვნელოვანი წელია. მათთვის და წყლის სხვა ნიშნებისთვის იდეალური უფრო 2022 წელს იქნება, როდესაც გამარჯვების პლანეტა იუპიტერი უკვე თევზების ნიშანში გადაინაცვლებს, თუმცა არც 2021 წელი იქნება ურიგო – ეს არის სულიერი ზრდის, ჩაღრმავების, საკუთარი თავთან შეხვედრის წელი. შესაძლოა ბევრმა მათგანმა საკუთარ თავში რაიმე ფარული უნარები აღმოაჩინოს. ბევრი თევზისთვის ეს სულიერი ძიებების პერიოდია, რის შედეგადაც სულიერი სიმშვიდე, ჰარმონია ისადგურებს, მთავარია შეინარჩუნონ ოპტიმიზი და არ აყვნენ აპათიურ განწყობებს.

რაც ეხება აღმოსავლურ ნიშნებს: ეს ყველაზე მნიშვნელოვანი წელია თვითონ ხარისთვის. ესაა წლის ფავორიტი. მათთვის იწყება განვითარების 12 წლიანი ციკლი. ამიტომ, ამ ნიშნის წარმომადგენლებმა სასურველია დაიწყონ რამე ახალი, თუნდაც ის, რაც დიდი ხანი სურდათ და არ ჰქონდათ განხორციელების ენერგია ან იმედი. მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოიყენეთ მომდევნო წელი, რომლის მოსავლის აღებაც, შემდეგი 12 წლის მანძილზე იქნება შესაძლებელი.

ეს სასიკეთო წელია ასევე მამლის, ტახის, დრაკონისა და კატის წელში დაბადებულთათვის
loading...