თბილისში ამდენი ხნის მერე დიდ თოვლს ელოდებიან – ნახეთ რამდენი ხნით იქნება დიდთოვლობა თბილისში

image
  • 1 256
loading...
 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა, ნალექი, ზოგან ძლიერი, 19-20 იანვარს უმეტესად თოვლის სახით, მთაში ზოგან ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.
19-22 იანვარს ღამის საათებში კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსები, განსაკუთრებით ლიმონის ნარგავები დააზიანოს. თბილისში 18 იანვარს მოსალოდნელია მცირე წვიმა, ხოლო 19 იანვარს სინოპტიკოსები თოვლს ელოდებიან. ტემპერატურა ღამის -1 გრადუსამდე დაეცემა, ხოლო დღისით +2 გრადუსამდე მოიმატებს.
loading...
მსგავსი სიალხებეი