გზის პირას ჩაძინებულ მუშებს სატვირთო მანქანამ გადაუარა, გარდაცვლილია 15 მუშა

image
მიმდინარეობს ვიდეოს ჩატვირთვა...
  • 2 153
loading...
დასავლეთ ინდოეთში გუჯარატის შტატში 15 მუშა შეეწირა სატვირთო მანქანის გადავლას.

ავარია დილით ადრე, სოფელ კოსამბასთან მოხდა.

"დღეს დილით ავტოკატასტროფის შედეგად გარდაიცვალა 15 ადამიანი და კიდევ რამდენიმე დაშავდა. მათ სატვირთო მანქანამ გადაუარა." - განაცხადა პოლიციამ და დაამატა, რომ მუშებს გზის პირას ეძინათ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სატვირთო მაქნანა ჯერ ტრაქტორს შეეჯახა, შემდეგ კი ტროტუარზე გადავიდა, სადაც დაზარალებულებს ეძინათ.
 
loading...
მსგავსი სიალხებეი