მამამ გარდაცვილილი ტყუპი შვილის განსასვენებელში ცხედრების ნაცვლად, თოჯინები აღმოაჩინა

image
  • 449
loading...


მამამ გარდაცვილილი ტყუპი შვილის განსასვენებელში ცხედრების ნაცვლად თოჯინები აღმოაჩინა. შემთხვევა სტავროპოლში მოხდა.
წყვილი დიდი ხნის განმავლობაში ელოდა პირველ შვილს. ტყუპი თითქოს სრულიად ჯანმრთელი დაიბადა, თუმცა მოგვიანებით დედამ, ლაურამ ქმარს განუცხადა, რომ ისინი სტავროპოლის პერინატალურ ცენტრში მოულოდნელად გარდაიცვალნენ ტვინში სისხლჩაქცევის შედეგად. როგორც ლაურამ ქმარს აუხსნა, ამ ცენტრის მედიკოსებმა სიკვდილი დაადასტურეს და ცხედრებიც თავად მოამზადეს დასაკრძალად სპეციალური ყუთით.


დამწუხრებულმა მამამ ბავშვის დაკრძალვა მუსლიმური წესით გადაწყვიტა, როცა ცხედარს თეთრ სუდარაში ახვევენ და კუბოს გარეშე კრძალავენ. ცოლმა დაარწმუნა, რომ ბავშვების ცხედრებისთვის ხელი არ ეხლო, რათა მომავალში მტანჯველ ფიქრებს არ შეეწუხებინა. თუმცა მამამ მაინც მოისურვა ბავშვების განსასვენებლიდან ამოყვანა, იქ კი ბავშვების ნაცვლად თოჯინები დახვდა. შოკირებულმა მამამ იფიქრა, რომ ყველაფერი ექიმებმა მოაწყვეს და პოლიციას მიმართა.
"დაღესტანში წავიყვანე დასაკრძალად, მაგრამ იქ თოჯინები დამხვდა, ერთს თვალებიც კი არ ჰქონდა" - განაცხადა მამამ პოლიციის განყოფილებაში. ძიება დაიწყო და პოლიცია პერინატალურ ცენტრში მივიდა ამბის გამოსაკვლევად. იქ კი არათუ ბავშვების გარდაცვალება, მათი დედის იმ ცენტრში მშობიარობაც კი უარყვეს. ლაურას იქ არ უმშობიარია, მეტიც, პოლიციის მიერ მოთხოვნილი ახალი სამედიცინო დასკვნის მიხედვით, ის საერთოდ არ ყოფილა ორსულად.
გაირკვა, რომ ქალი 9 თვის განმავლობაში თავს ორსულად აჩვენებდა. ეშინოდა, რომ ქმარი, რომელსაც ძალიან სურდა შვილები, მიატოვებდა. ამიტომაც გაითამაშა ორსულობა და ყველაფერიდაგეგმა. დარწმუნებული იყოს, ქმარი დაუჯერებდა და ცხედრების ამოსვენებას არ მოისურვებდა. მან მოატყუა არა მარტო ქმარი, არამედ საკუთარი და ქმრის მშობლებიც.
"მუცელი ჩვეულებრივად ეზრდებოდა. მუცელზე ვეფერებოდი, ბავშვებს ველაპარაკებოდი. ვერ ვხვდები, ასე როგორ გაგვაცურა ყველა" - ამბობს მისი მეუღლე. ლაურას საქმე კვლავ ძიებაშია, დანიშნულია ფსიქიატრიული ექსპერტიზაც.

 
loading...