რამდენ ხანს გაგრძელდება თოვლი და ყინვა? უამინდობა ასე ადვილად არ გადაივლის - ნახეთ მომდევნო დღეების დეტალური პროგნოზი

image
  • 2 005
loading...
 

ამინდის მკვეთრმა გაუარესებამ დიდი პრობლემები შექმნა მთელი ქვეყნის მასშტაბით. თოვლი და ყინვა შემდეგ დღეებშიც არის მოსალოდნელი. უამინდობა 26 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17 თებერვალს მოსალოდნელია  უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. თოვლი, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ, შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -5, -7 დღის საათებში 0, -2°C.
18 თებერვალს  ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამისა და დილის საათებში მცირე თოვლი. დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ, დროგამოშვებით შესაძლებელია გაძლიერება 18-20 მ/წმ-მდე და ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა  ღამის საათებში -11, -13 დღის საათებში -4, -6°C.

19-20 თებერვალს  ცვალებადი მოღრუბლულობა. შესაძლებელია მცირე თოვლი. ჰაერის ტემპერატურა  ღამის საათებში -13, -15, დღის საათებში   -5, -7°C.

21 თებერვალს  ცვალებადი მოღრუბლულობა. უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა  ღამის საათებში -16, -18, დღის საათებში -3, -5°C.

22-24 თებერვალს  ცვალებადი მოღრუბლულობა. მცირე თოვლი. დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -14, -16, დღის საათებში -2, -4°C.

25-26 თებერვალს  უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. თოვლი, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ, შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში  -11, -13 დღის საათებში 0, -2°C.

ამინდის შედარებით გაუმჯობესება 27 თებერვლიდან არის მოსალოდნელი.
loading...