„მაგთი“, არ გრცხვენიათ? 1 საათი რომ გადავაცილო გადასახადის შეტანა, მომენტალურად თიშავთ... - მაკა ჩიჩუა

image
  • 291
loading...
 

მხატვარი, მსახიობი და ვიზაჟისტი მაკა ჩიჩუა კომპანია „მაგთის“ მიმართავს. საქართველოს ყოფილი პირველი ლედის ინფორმაციით, დუშეთის აბონენტების უმრავლესბას ინტერნეტი არ აქვს.
ჩიჩუა კომპანიისგან მოითხოვს, რომ ტექნიკურის შეფერხების აღმოფხვარც ისევე სწრაფად მოხდეს, როგორც აბონენტებისთვის თანხის გადაუხდელობის დროს ინტერნეტის გათიშვა.
„მაგთი არ გრცხვენიათ ქალაქ დუშეთის უმეტესი თქვენი აბონენტი რომ დატოვეთ ინტერნეტის გარეშეე? 1 საათი რომ გადავაცილო გადასახადის შეტანა მომენტალურად თიშავთ... ასეთი ოპერატიულები რომ იყოთ აღდგენაში არ გიფიქრიაათ?
არა ტელევიზორი არა ტელეფონი ...
ასეთ განსაკუთრებულ ვითარებაში როცა დიდთოვლობა აზიანებს სადენებს( რომელიც სავარაუდოდ გაუთვლელია დიდთოვლობის და ზოგადად სხვადასხვა სტიქიებთან გამძლეობის შემთხვევებში) შაბათკვირას დასვენების ნაცვლად დაგემატებინათ ტექნიკური ჯგუფების მობილიზება !
თქვენ ხომ დიდი და სერიოზული კომპანია ხართ საქართველოში და ფარავთ მთელი ქვეყნის მაშტაბით მნიშვნელოვან ზონას ...“ - წერს მაკა ჩიჩუა.
loading...