საქართველოში ამინდი გაუარესდება - მოსალოდნელია ძლიერი ქარი, თოვლი და ნისლი

image
  • 512
loading...


23 და 24 თებერვალს,  სინოპტიკოსები ქვეყანაში ამინდის გაუარესებას ელიან.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით.

აღმოსავლეთ საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

დაბლობსა და ბარში, დღის განმავლობაში, ჰაერის ტემპერატურა +3, +8 გრადუსი იქნება.
25 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი ამინდი, ღამისა და დილის საათებში შესაძლოა თოვა და ნისლი.

რაც შეეხება ამინდს დედაქალაქში, თბილისში 23 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი იქნება.

24 თებერვალს დღისით თოვლჭყაპი, ხოლო 25 თებერვალს ღამისა და დილის საათებში თოვლი და ნისლია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა 25 თებერვალს ღამით -5 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.
loading...