რა გელოდებათ 15 მარტს? - დღე, რომელიც ზოდიაქოს ყველა ნიშნის ცხოვრებას შეცვლის

image
  • 870
loading...
 

ვერძი
ვერძებო, ახალი მთვარის ქვეშ განსაზღვეთ თქვენი სულიერი მიზნები. დასაწყისისთვის ჰკითხეთ საკუთარ თავს, თუ რას გრძნობთ ცხოვრების მისტიკურ ასპექტებთან ურთიერთობისას. დაიწყეთ მოქმედება: იქნება ეს კრისტალებით რიტუალების ჩატარება, რელიგიურ წირვაზე დასწრება თუ ბუნებაში მშვიდი გასეირნება. რაც არ უნდა იყოს თქვენი პასუხი, აუცილებლად იგრძნობთ, რომ რაღაც უფრო დიდის ნაწილი ხართ, ამიტომ მიენდეთ ამ გრძნობას და განვითარების საშუალება მიეცით.

კურო
კუროებო, რა არის თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნები? ეს ახალი მთვარე თქვენს ალტრუისტულ მხარეს აანთებს, ამიტომ იდეალური დროა უფრო მეტად გაეცნოთ თქვენს გულში დამალულ სოციალურ სამართლიანობას. თუ საქველმოქმედო ჯგუფებში გაწევრიანება ან მოხალისეობა ახლა არ შეესაბამება თქვენს გრაფიკს, უბრალოდ შეეცადეთ შემთხვევით სიკეთე გაავრცელოთ. უცხო ადამიანის უბრალო კეთილგანწყობას შეუძლია პოზიტიურობის მთელი კორიანტელი მოიზიდოს და თქვენი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალოს.

ტყუპები
ტყუპებო, ახალი მთვარე კარიერაში ახალ საწყისს შემოგთავაზებთ, ამიტომ კარგად დაფიქრდით, თუ საით გინდათ პროფესიული ამბიციების გაქანება. ახლა დროა გამოიყენოთ ენერგია და შემოქმედებითი ნაბიჯები გადადგათ. თუ ამ ეტაპზე მზად არ ხართ რადიკალური ცვლილებებისთვის, მაშინ წარმოიდგინეთ, როგორ გამოიყურება თქვენი ოცნების სამუშაო და იპოვნეთ მცირე ხერხები, რათა არსებული სამსახური გააუმჯობესოთ.
კირჩხიბი
კირჩხიბებო, ამ ახალ მთვარეზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ასე რომ, თქვენი გეგმების ყველა წვრილ დეტალებზე ფიქრის ნაცვლად, მიენდეთ ფანტაზიას და მიეცით საკუთარ თავს შესაძლებლობა, გააცნობიეროთ ყველაზე ფარული სურვილები. მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა გსურთ? იქნებ სულიერი პრაქტიკების დაწყების დროა? ან იქნებ ცხოვრების სიყვარულს ეძებთ... დაივიწყეთ რა არის პრაქტიკული ან ლოგიკური - უბრალოდ დაიჯერეთ საკუთარი ოცნებების და დააკვირდით, როგორ დაიწყებს ის განხორციელებას.
ლომი

ლომებო, ეს ახალი მთვარე პირად მოგზაურობაში გაგიძღვებათ, სადაც შეძლებთ საკუთარი თავის ხელახალ აღმოჩენისა და სულიერ ტრანსფორმაციას. ემოციური ენერგია მიმართეთ იმ ადამიანებისკენ, ვისაც ენდობით და ვისთანაც თავს კომფორტულად გრძნობთ. შექმენით სივრცე, სადაც შეძლებთ რეალურს მიღებას, თქვენს სულის გაშიშვლებას და ჩრდილოვანი მხარის შესწავლას. შედეგად კი თქვენ ბუნებრივად დაიწყებთ ძველი ტყავის გამოცვლას და საკუთარი თავის უფრო ავთენტური ვერსია გახდებით.

ქალწული
ქალწულებო, თქვენთვის ურთიერთობის ახალი ციკლი იწყება. ახლა გაქვთ შესაძლებლობა გაასუფთაოთ თქვენი გონება და გააღრმავოთ უახლოესი კავშირები. მიეცით საშუალება, რომ გარშემო აგებული კედლები დაინგრეს და გაუზიარეთ თქვენი ნამდვილი გრძნობები საყვარელი ადამიანებს. ახლა თქვენს პარტნიორულ ურთიერთობებს ტრანსცენდენტული ძალა აქვთ, ასე რომ, გახსენით გულის კარები და თავს ბედნიერების უფლება მიეცით.

სასწორი
სასწორებო, ახლა წინ უნდა აღუდგეთ სურვილს, გადახედოთ დავალებების სიას და იზრუნოთ საკუთარი თავის მოვლაზე. თქვენს გრაფიკში გამოყავით დრო ოცნების, ნებივრობისა და ბედნიერებისთვის. გამოიყენეთ ეს განწყობა ხალისის და ენერგიის დასაბრუნებლად, რათა მომდევნო თვეებში, სამყაროს განახლებული საკუთარი თავი შესთავაზოთ.

მორიელი
მორიელებო, მიეცით თქვენს მხიარულების უფლება - ეს მშვენიერი დროა ახალი ურთიერთობის დასაწყებად, ფლირტში გადასაშვებად ან შემოქმედებითი უნარების განსავითარებლად. მოკლედ, ახლა კარგია ყველაფერი ის, რაც მრავალი ღრმა ემოციის გამოხატვაში დაგეხმარებათ. რამდენიმე დღის განმავლობაში დაივიწყეთ თქვენი პასუხისმგებლობები და განიტვირთეთ - დროა დატკბეთ შემოქმედებითი შთაგონებისა და რომანტიკული ენერგიის მშვენიერ ნაკადში, რომელიც თქვენი მიმართულებით მოედინება.

მშვილდოსანი
მშვილდოსნებო, წარსულს სამუდამოდ ვერ გაექცევით, მაგრამ როდესაც მას საბოლოოდ შეხვდებით, მოგეცემათ შანსი უფრო ნათელი მომავალი შექმნათ. ეს ახალი მთვარე მშვენიერი დროა გაუმკლავდეთ ზოგიერთ ემოციურ ტვირთს, რომელსაც მუდმივად თან ატარებთ. მთვარის რბილი ენერგია ყველა ჩვენგანს უფრო სენტიმენტალურ განწყობას უქმნის, ამიტომ ესაუბრეთ იმ ადამიანებს, რომლებმაც გული გატკინეს. ესაუბრეთ და აპატიეთ. ამის გაკეთების შემდეგ, თავს უფრო თავისუფლად იგრძნობთ.

თხის რქა
თხის რქებო, ჩვეულებრივ, თქვენ არ საუბროთ ემოციებზე, მაგრამ ეს ახალი მთვარე გაიძულებთ გრძნობები სიტყვების საშუალებით გადმოსცეთ. თქვენ გაქვთ შანსი, დაიწყოთ უფრო მნიშვნელოვანი კავშირები თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და გული ახალ ადამიანებს გაუხსნათ. კრიტიკის ნაცვლად მოირგეთ თანაგრძნობა და დაანახეთ სხვა ადამიანებს, რომ დაუცველობა დიდ ძალას მოითხოვს.

მერწყული
მერწყულებო, როგორც ფსიქიკურად კონცენტრირებულ ჰაერის ნიშნისთვის, თქვენთვის გრძნობების გონებით განსაზღვრა. მაგრამ ეს ახალი მთვარე გამოგიწვევთ, რომ თავი დააღწიოთ თქვენს სხეულს. იმის ნაცვლად, რომ ემოციების კონცეპტუალიზება სცადოთ, სცადეთ გაარკვიოთ ცხოვრების რომელ ასპექტში გრძნობს დაძაბულობასა და სტრესს? სად გრძნობთ თავს ყველაზე უკეთ? თქვენი შინაგანი სიგნალების მოსმენის სწავლა თქვენს ემოციურ ინტელექტს გააუმჯობესებს, ამიტომ ივარჯიშეთ.

თევზები
თევზებო, ეს მთვარე მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისია, ასე რომ მოემზადეთ ემოციური გადატვირთვისთვის. თქვენ ახლა სულ ახალი გზით დაუკავშირდებით თქვენს ოცნებებს, თქვენს ღირებულებებს, თქვენს სურვილებს და თქვენს გრძნობებს. ახალი შთაგონების წყალობით, თქვენს ცხოვრებაში ისეთ ცვლილებებს შეიტანთ, რასაც არავინ არ ელოდება. ნუ შეგეშინდებათ თუ თავს იმისგან განსხვავებულად იგრძნობთ, ვიდრე გუშინ იყავით. ახლა ყოველდღე ევოლუციაა.


ყოველი დასასრული, რაღაც ახლის დასაწყისია - ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტება, რომელიც 13 მარტის ახალმთვარეობას უნდა გახსოვდეთ. ზამთრის სეზონის უკანასკნელი მთვარე შეგვახსენებს, რომ კიდევ ერთი ციკლი დასრულდა. ახალი მთვარე ახალ საწყისების საწინდარია და დასრულების ეს განცდა, სანაცვლოდ ახალ შესაძლებლობებს შემოგვთავაზებს.
loading...