როდესაც გავსინჯე, ვფიქრობდი, რომ ჩემი ბრძოლა უეფექტო აღმოჩნდებოდა: ლევან რატიანი გარდაცვლილ ექთანზე

image
მიმდინარეობს ვიდეოს ჩატვირთვა...
  • 997
loading...
 
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი, იმ დღეს იხსენებს, როდესაც მის კლინიკაში ანაფილაქსიური შოკით, 27 ექიმი მეგი ბაქრაძე შეიყვანეს. მისი განცხადებით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მიყვანისთანავე ექთნის მდგომარეობა მძიმედ შეფასდა, რადგან იყო ფილტვის ხელოვნურ ვენტვილაციაზე და მკვეთრად არასტაბილური მდგომარეობა ჰქონდა.

“როდესაც ახალგაზრდა ქალი შემოიყვანეს ჩვენთან, ის იყო კრიტიკულ მდგომარეობაში. ცნობილია, რომ ეს სავარაუდოდ გამოიწვია აცრის შემდგომმა ანაფილაქსიურმა რეაქციამ, რომელიც მივიდა გულის გაჩერებამდე. გულის გაჩერება დაფიქსირდა აღნიშნულ კლინიკაში (ახალციხეში), მოხდა წარმატებული რეანიმაცია, თუ შეიძლება მას წარმატებული ეწოდოს. პაციენტი ე.წ. პოსტრეანიმაციული დაავადებით მოხვდა ჩვენს კლინიკაში. როდესაც შემოვიდა ჩვენთან მდგომარეობა იყო მძიმე, სუნთქვა იყო ფილტვის ხელოვნურ ვენტვილაციაზე, წნევა მკვეთრად არასტაბილური, საჭიროებდა მეგადოზებით ჰერმოდინამიკის შენარჩუნებას. ცუდმა განწყობამ დაისადგურა, როცა პაციენტი ვნახე, ეს იყო სამ ბალიანი კომა. სიმართლე გითხრათ, იმ წუთებში როდესაც გავსინჯე, ვფიქრობდი, რომ ჩემი ბრძოლა უეფექტო აღმოჩნდებოდა” – აღნიშნა რატიანმა “რუსთავი2”-თან საუბრისას.
loading...
მსგავსი სიალხებეი