“ეპიდსიტუაცია სულ უფრო უარესდება” – გამკაცრდება თუ არა შეზღუდვები?

image
  • 420
loading...
 
დაავადებათა კონტროლის ეროვნულო ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის გამცხადებით, საქართველოში  ეპიდსიტუაცია დამძიმდა და ქვეყანა ვირუსის გავრცელების მესამე ტალღას უახლოვდება.

“ეპიდსიტუაცია საკმაოდ დაძაბულია ქვეყანაში, სულ უფრო და უფრო უარესდება, ახალ შემთხვევათა რაოდენობამ სერიოზულად იმატა, სადღაც 08:00-სთვის გვქონდა 794 ახალი შემთხვევა 25 000 ტესტიდან, მივდივართ იქითკენ, რომ მესამე ტალღა იყოს ქვეყანაში და არ გვინდა ეს იყოს, ამიტომ, ყველამ უნდა დავიცვათ რეკომენდაციები, რომ როგორმე თავი ავარიდოთ მესამე ტალღას,” – განაცხადა გამყრელიძემ.

პარალელურად, ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს რომ ქვეყანაში შეზღუდვები კვლავ დაწესდეს და ამბობს, რომ აღდგომოს დღესასწაული წელსაც მოკრძალებით უნდა აღინიშნოს.
loading...