ვინ გადაიხადა 2018 წელს ყველაზე ძვირად ღირებული ქორწილი

image
  • 2 650
წლევანდელი წელი გრანდიოზული და მაღალბიუჯეტიანი ქორწილების მხრივ ნამდვილად გამორჩეული იყო.
წელს არაერთმა ცნობილმა წყვილმა შექმნა ოჯახი, თუმცა ჩვენი ყურადღება ამჯერად მდიდრულმა ქორწილებმა მიიპყრო.
დათო კოპაძე და სოფო ლუხუტაშვილი

მოდელმა სოფო ლუხუტაშვილმა და ბიზნესმენმა დათო კოპაძემ გასული წლის ივნისში იქორწინეს. წყვილმა დაუვიწყარი ქორწილი გადაიხადა, რომელსაც ანალოგი ჯერჯერობით არც ჰყავს. სოფომ და დავითმა ქორწილი ღია ცის ქვეშ, ზურაბ წერეთლის მონუმეტთან „მეფეთა სავანეში“ გადაიხადეს, ქორწილში უამრავი სტუმარი იყო მიწვეული. წინასწარ იყო განსაზღვრული დრეს-კოდი, ბიჭებს ძირითადად ფრაკები, ხოლო გოგონებს კოქტეილის კაბები ეცვათ. პატარძალს ქორწილში ავთანდილის კაბა ეცვა.

პატარძალს საკუთარ ქორწილში ავთანდილის ულამაზესი კაბა ეცვა და ქორწილისთვის ორიგინალური ვარცხნილობა ჰქონდა.




ბერა და ნანუკა
loading...
ბერა ივანიშვილს წლების მანძილზე აწყვილებდნენ სხვადასხვა გოგონასთან, თუმცა სანოლოოდ ისეთ გოგონაზე იქორწინა, რომლის შესახებაც აქამდე წარმოდგენაც არ გვქონდა. ბერას რჩეული, უმშვენიერესი მოდელი ნანუკა გუდავაძეა.

ნანუკამ და ბერამ ქორწილი რამდენიმე დღის წინ გადაიხადეს. ნანუკას ქორწილში რალფ რუსოს 2017 წლის კოლექციის კაბა ეცვა, რომელიც 72 ათასი დოლარი ღირს. ივანიშვილების გადაწყვეტილებით, ქორწილი მოკრძალებულად გადაიხადეს, სადაც მხოლოდ 120 ადამიანი იყო დაპატიჟებული.

წყვილმა ქორწილში საჩუქრების მიღებაზე უარი თქვა და ამ თანხით სტუმრები დაჭირვებულ ბავშვებს დაეხმარნენ.


ქრისტინე და ხუანი

ქრისტინე და ხუანი არც ბიზნესმენები არიან და არც მილიონები აქვთ, თუმცა სამეფო წყვილმა გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა.

ქრისტინეს და ხუანის ოჯახი 4 წლის წინ შეიქმნა, თუმცა ქორწილის გადახდა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
მათ სამ დღიანი ქორწილი ჰქონდათ, რომელსაც სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ესწრებოდნენ.

ქრისტინეს ბაგრატიონების საგვარეულო საქორწინო ბეჭედი გადაეცა.


 ქეთი ჟღენტი და თოშა ქებურია

ქეთი ჟღენტის და თოშა ქებურიას წყვილის შესახებ, ინფორმაცია ზუსტად იმ დროს გავრცელდა როცა ახალგაზრდა ბიზნესმენმა საკუთარ რჩეულს, საფრანგეთის სანაპიროზე ხელი სთხოვა. წყვილმა ერთი წლის წინ შექმნა ოჯახი და "ელ სააბის" მოდის სახლს კაბაც შეუკვეთა, თუმცა ქორწილის გადახდა წელს მოხერხდა, როცა პატარა ქალიშვილი კატერინა შეეძინათ.

ქეთის და თოშას წყვილმა ულამაზესი ქორწილი კაჭრეთში გადახადა. მათ ქორწილს სტუმრები მსოფლიოს სამი ქვეყნიდან ესწრებოდა. ასევე, ქორწილში მოწვეული ჰყავდათ ტიმატი და თეონა კონტრიძე.

თოშა და ქეთი თავიანთ ქორწილში ვერტმფრენით მივიდნენ და დღესასწაულის ბოლოს გრანდიოზული ტორტიც გაჭრეს, რომელსაც ანალოგი საქართველოში არ აქვს.

 

 

loading...