ამ კვირაში იწყება ახალი ეტაპი თქვენს ცხოვრებაში – მიხეილ ცაგარელი ამბობს როგორი იქნება ეს კვირა ზოდიაქოს ნიშნებისთვის

image
  • 348
loading...
 

მიხეილ ცაგარელის კვირის (12-18 აპრილი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

 
ვერძი
 
მეტად იღბლიანი კვირაა, რადგან მზე ისევ თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია. გაძლიერებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე მოიმატებს შინაგანი შარმი,  ქარიზმა და სექსუალური მიმზიდველობა, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის გამოჩენას და საპირისპირო სქესის წარმომადგენლების მოხიბვლას, ძველი იდეების და ახალი პროექტების განხორციელებას. არაა გამორიცხული გაიცნოთ ახალი ადამიანები საინტერესო და მეტად სარფიანი შეთავაზებებით. კარგი პერიოდია რომანტიკული თავგადასავლებისა და არსებული ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარებისთვის.
 
 
კურო
 
წინა კვირასთან შედარებით ბევრად დინამიური კვირაა. გაძლიერდება ენერგოტონუსი, მოიმატებს შემოქმედებითი პოტენციალი, მეტად დაინტერესდებით კოლექტიური პროექტებით, შეძლებთ ინტელექტუალური შესაძლებლობების სრულფასოვნად გამოვლენას, არსებული სიტუაციის სწორად გაანალიზებას და მართებული გადაწყვეტილებების მიღებას. მართალია, პოზიტიური პერიოდია, მაგრამ მაინც არ ღირს გადატვირთვა და საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება. ეცადეთ მეტი დაისვენოთ და მისცეთ ორგანიზმს აღდგენის საშუალება. ყურადღება მიაქციეთ ფარულ მტრებს და მოშურნეებს, რომლებიც ჭორებითა და ინტრიგებით ეცდებიან თქვენს წინააღმდეგ მოქმედებას.
 
 
ტყუპები
 
წინა კვირისგან განსხვავებით ბევრად სასიკეთო კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსისფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და კომუნიკაბელურობის გამოვლენას, მნიშვნელოვანი შეხვედრების მოწყობას და თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულებას. არაა გამორიცხული გაიცნოთ ახალი ადამიანი, ვინც არა მხოლოდ საკუთარი იდეებით დაგაინტერესებთ, არამედ ერთგული მეგობარიც გახდება. კარგი პერიოდია კარიერის განვითარებისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
 
 
კირჩხიბი
 
მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. ეტაპობრივად გაძლიერდება ენერგოტონუსი, შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას. კარგი პერიოდია მნიშვნელოვანი შეხვედრების და მოლაპარაკებების გასამართად, პროფესიულ საქმიანობაში ცვლილებების შესატანად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. არაა გამორიცხული ჩაებათ საზოგადოებრივ ან საქველმოქმედო საქმიანობაში. დადებითი პერსპექტივების მიუხედავად მაინც არ ღირს ზედმეტად გადატვირთვა, ეცადეთ მეტი დაისვენოთ და მისცეთ ორგანიზმს დახარჯული ენერგიის აღდგენის საშუალება.
 
 
ლომი
 
ერთ-ერთი საუკეთესო კვირაა წლის განმავლობაში. გაძლიერებული ენერგოტონუსისფონზე მოიმატებს ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი, შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების და ლიდერის ფუნქციის აღებას. კარგი პერიოდია კარიერული წინსვლისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, გარშემომყოფთა პატივისცემის მოპოვებისა და სოციალური სტატუსის ასამაღლებლად, მოგზაურობისა და უცხოელებთან საქმიანი კონტაქტების დასამყარებლად.
 
 
ქალწული
 
სტაბილური კვირაა. ეტაპობრივად გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე მოიმატებს ენთუზიაზმი, ნებისყოფა, შეუპოვრობა და შრომისუნარიანობა. შეძლებთ საკუთარ თავსა და პარტნიორებში გარკვევას, ძველი პრობლემების გაანალიზებას და ახლებურად გადაწყვეტას. არაა გამორიცხული უარი თქვათ იმ საეჭვო მეგობრებსა და პარტნიორებზე, ვინც ხელს უშლის თქვენს წინსვლას და განვითარებას.
 
 
სასწორი
 
საკმაოდ ნაყოფიერი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს შრომისუნარიანობა და საღად აზროვნების უნარი. შეძლებთ ახალი რომანის გაბმას ან ძველ სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. კარგი პერიოდია საჯარო გამოსვლებისა და პრეზენტაციებისთვის მოსაწყობად, იდეების რეალიზაციისა და საიმედო პარტნიორების შესაძენად.
 
 
მორიელი
 
წინა კვირასთან შედარებით ბევრად ჰარმონიული კვირაა. ეტაპობრივად გაძლიერდება ენერგოტონუსი. მოიმატებს ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი, რაც სამომავლო გეგმების სწორად შემუშავებასა და ახალი იდეების ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ. უარი არ თქვათ ახლობლების მორალურ და ფინანსურ მხარდაჭერაზე, რადგან მხოლოდ მათი დახმარებით შეძლებთ პროფესიულ წინსვლას და სოციალური სტატუსის ამაღლებას. სასიკეთო ცვლილებების მიუხედავად მაინც არ ღირს გარისკვა და ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება.
 
 
მშვილდოსანი
 
ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია წლის განმავლობაში. გაძლიერებული ენერგოტონუსისფონზე მოიმატებს ენთუზიაზმი და შრომისუნარიანობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოვლენას. კარგი პერიოდია ქორწინებისა და ახალი სასიყვარულო პარტნიორის შესაძენად, ბიზნესის გასავითარებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. არაა გამორიცხულო მოულოდნელად მიიღოთ ფინანსური დახმარება ან მოიგოთ ლატარეაში.
 
 
თხის რქა
 
წინა კვირასთან შედარებით ბევრად უკეთესი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსისფონზე სტაბილური იქნება ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ოპტიმიზმი, შეუპოვრობა და დასახული მიზნის მიღწევის სურვილი. კარგი პერიოდია კარიერის გასავითარებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ კვირაში იწყება ახალი ეტაპი თქვენს ცხოვრებაში, ამიტომ კარგი იქნება თუ სწორედ ახლა დაიწყებთ მნიშვნელოვანი საკითხების და საქმეების მოგვარებას, შეხვედრების და მოლაპარაკებების გამართვას, რადგან იღბალი სწორედ თქვენს მხარესაა.
 
 
მერწყული
 
პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, საქმიანი შეხვედრების მოწყობას და იდეების რეალიზაციას. კარგი პერიოდია მოგზაურობისა და უცხოელებთან კონტაქტების დასამყარებლად, ცოდნის შესაძენად და ინტელექტის ასამაღლებლად. არაა გამორიცხული შეიძინოთ ახალი საქმიანი ან რომანტიკული პარტნიორი.
 
 
თევზები

 
წინა კვირასთან შედარებით ბევრად სტაბილური და წარმატებული კვირაა. ეტაპობრივად გაუმჯობესებული ენერგოტონუსის ფონზე მოიმატებს ენთუზიაზმი და შრომისუნარიანობა. თამამად შეგიძლიათ გარისკოთ და თქვენი გამბედაობა აუცილებლად დაფასდება. კარგი პერიოდია პარტნიორებთან ურთიერთგაგების მოსაძიებლად და საკუთარი წინადადებების შესათავაზებლად, ახალი მეთოდების მოსასინჯად და ექსპერიმენტების ჩასატარებლად.
 
გეომაგნიტური დღეები – 12,13, 14 და 16 აპრილი.
loading...