"ჩემს ცოლს დღემდე არ გაუჭიმია და შავები არ გაუხდია... ასეთი უბედურება დაგვემართა და დავიღუპეთ..." - გრიშა ონიანი

image
  • 859
loading...
 

გადაცემაში „ფარულ კონვერტი“ სტუმრად გრიშა ონიანი იყო. მან აქამდე უცნობ, პირად ტრაგედიაზე ისაუბრა. წლების წინ მისი 15 წლის ვაჟი შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა.

“ჩვენ მეზობელს პირველ სართულზე ჰქონდა მაღაზია. ჩემი დათუნას ტოლი ბიჭი ჰყავდა, ერთად იზრდებოდა. იარაღები ჰქონია ამ კაცს სახლში, გადმოიღეს ბავშვებზე და მოხდა ის, რაც მოხდა…

ერთს 7 თუ 8 წელი მისცეს. მამას კიდევ 4 წელიწადი მისცეს. ორჯერ ავდექი სასამართლოზე, ერთ-ერთი მაინც გამოუშვით სახლში, ხომ შეიძლებოდა ჩემ შვილს გავარდნოდა? ასე ამოწყვეტა ოჯახის…

სულ მეგონა, ცეცხლის ალში ვიყავი გახვეული, მესიზმრებოდა, რომ იწვოდა ჩვენი სახლი.

ჩემი მეუღლე გადაყვა შვილს, შავი არ გაუხდია, არ გაუღიმია. ვერაფრით ვერ გადაიტანა. შვილის სიკვდილი ისეთი მძიმეა, რომ… სვანეთში იციან თქმა, შვილმკვდარ მამასთან სამძიმარზე არ უნდა მიხვიდე, თუ შენც არა გაქვს გადატანილი ეს უბედურება….”
loading...