"მე რომ სააკაშვილს არ დავპირისპირებოდი, ივანიშვილს მინგეჩაურის წყალსაცავში იპოვნიდნენ მეთევზეები"

image
  • 6 880
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, მან 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის გუნდის ხელისუფლებაში მოსვლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ახლა კი "ქართული ოცნების" მხრიდან ადგილი აქვს უმადურობას.
loading...
"2007 წელს მე რომ სააკაშვილს არ დავპირისპირებოდი, სად იქნებოდა დღეს ივანიშვილი? სააკაშვილის სასთუმალთან, ისევ ისე კომფორტულად მოწყობილი და მონავარდებული, როგორც მანამდე იყო. 2007 წელს მე რომ სააკაშვილს არ დავპირისპირებოდი და ივანიშვილს თავში გაევლო პოლიტიკაში მოსვლა ამ ფორმატით, მას უკეთეს შემთხვევაში მინგეჩაურის წყალსაცავში იპოვიდნენ მეთევზეები. მე ჩემი წვლილი სააკაშვილის დამარცხებაში და იმაში, რის გამოც "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში 2012 წელს მოვიდა, საკმაოდ მნიშვნელოვნად შევიტანე და ამას ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები შევწირე.

ივანიშვილმა 6 წლის განმავლობაში 6-ჯერ მაინც მომატყუა პირად საკითხებში, 2-ჯერ გამიყალბა არჩევნები, 2016 წელს, როდესაც დარწმუნდა, რომ არჩევნებს ვერ მოიგებდნენ გორში, 2 ტყვია მესროლეს და ამ ყველაფრის გამო, ერთი ბოდიში არ უთქვამს არავის", - აღნიშნა ოქრუაშვილმა "360 გრადუსში".

loading...

მსგავსი სიალხებეი