“ბიჭი ყვიროდა დაჭრილი გიო არ დამტოვო გეხვეწებიო..” – ნახეთ რუსთავში მომხდარი მკვლელობის დეტალები

image
  • 198
loading...
 
რუსთავში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. წინასწარი ინფორმაციით, მოტივი შელაპარაკება გახდა, რაც ჩხუბში გადაიზარდა.
ადგილობრივები მომხდარ ფაქტზე „კურიერთან“ საუბრობენ.
„30 წლამდე ბიჭები იყვნენო, ჩხუბი მოსვლიათ, ბევრი ყოფილან. მერე ვიღაცა ყვიროდა დაჭრილიო – გიო არ დამტოვო, არ დამტოვოო… მეტი არაფერი”… – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
შემთხვევა დღეს მოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 2 პირი. გამოძიება კი განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე სსკ-ის 108-ე, 19-109-ე მუხლებითა და 376-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

loading...