რა ახალი აკრძალვები და რეგულაციები წესდება 19 ივლისიდან? - მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა

image
მიმდინარეობს ვიდეოს ჩატვირთვა...
  • 1 661
loading...
საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებების მიხედვით, ტრენინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე მონაწილეთა დასწრება მხოლოდ წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე იქნება შესაძლებელი.

შესაბამისი ცვლილება საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის #322 დადგენილებაში აისახა.

ცვლილებების მიხედვითვე, იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმებისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად.

ამასთან, 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე.

დადგენილება მიმდინარე წლის 19 ივლისიდან ამოქმედდება.
 
loading...