ახალი სასწავლო წლის გაგრძელების შესახებ განცხადება ვრცელდება - გადავა თუ არა სკოლები დისტანციუზე მომავალი სასწავლო წლიდან

image
  • 5 332
loading...
 
სკოლებთან მიმართებით ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი რეკომენდაციაა, რომ ივლისისა და აგვისტოს თვეები სკოლის კოლექტივმა გამოიყენოს აქტიური ვაქცინაციისთვის, რათა სასწავლო წელს დახვდეს უსაფრთხო გარემოში, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე მტკიცებით, დისტანციური სწავლება დღეს გამოსავალი არ არის და გადამწყვეტი როლი ვაქცინაციას ეკისრება.

„იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში გვაქვს მილიონ-ნახევარი დოზა ვაქცინა და კიდევ ერთ მილიონს ველოდებით, სკოლებთან მიმართებაში, პირადად ჩემი და ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი რეკომენდაციაა, რომ ივლისისა და აგვისტოს თვეები სკოლის კოლექტივმა გამოიყენოს აქტიური ვაქცინაციისთვის, რათა სკოლები დახვდნენ სასწავლო წელს უსაფრთხო გარემოში. სკოლის პირობებში დღეს შეზღუდვა გამოსავალი არ არის, არც დისტანციური სწავლა არ გადაწყვეტს ამ პრობლემას. გადაწყვეტა არის ვაქცინაცია. ამდენად, ყველასთან თხოვნა მექნება, ვინც დაკავებულია სასკოლო გარემოში სწავლებით ან მუშაობით, მიმართოს ვაქცინაციის ცენტრს. დღეს არის ნამდვილად შესაძლებლობა, რომ აიცრან“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
loading...