„აგვისტო იქნება უმძიმესი, ნოემბრის რიცხვები ორ კვირაში false“ - გიორგი ფხაკაძის მიმართვა

image
  • 386
loading...
 
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის განცხადებით, საქართველოში აგვისტოში კატასტროფული ეპიდვითარება იქნება. მისი თქმით, ქვეყანამ მძიმე მდგომარეობაში უკვე შესულია.

„კატასტროფული მდგომარეობა იქნება, რადგან აგვისტო იქნება უმძიმესი. ამ ტალღის შედეგად ასობით საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე დაიკარგება“, - აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.

როგორც მან განაცხადა, ორ კვირაში საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება ისევე დამძიმდება, როგორც ეს გასული წლის ნოემბერში იყო.

„ნოემბრის რიცხვები დაგვეწევა ორ კვირაში, გაიხსენეთ, მაშინ დღიურად გარდაცვლილთა რიცხვი იყო 50“, - განმარტა ექსპერტმა.
loading...