"ხვალ იშვიათი ასტროლოგიური მოვლენა ხდება - ერთ თვეში მერწყულის ორი სავსემთვარეობა მიანიშნებს, რომ..." - რას წერს ასტროლოგი

image
  • 374
loading...
 

"შეჯამდება 2021 წლის პირველ ნახევარში განვითარებული რთული პროცესები. ეს არის ძველისა და ახლის "ბრძოლა", ცვლილებები, რეფორმები, ნგრევა და შენება"

ასტროლოგი რამაზ გიგაური 24 ივლისს მოსალოდნელ სავსემთვარეობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მიმოხილვას გვთავაზობს:

"24 ივლისს, თბილისის დროით 6:37 საათზე სავსემთვარეობა იქნება. ივლისის ბოლოს სრულდება 2021 წლის მთავარი ასპექტის - სატურნი-ურანის კვადრატის პირველი ციკლი და შეჯამდება 2021 წლის პირველ ნახევარში განვითარებული რთული პროცესები. ეს არის ძველისა და ახლის „ბრძოლა“, ცვლილებები, რეფორმები, ნგრევა და შენება. ადამიანთა უმეტესობა მეტ-ნაკლებად შეაჯამებს იმ პრობლემებსა თუ კრიზისებს, რომლებიც წლის პირველ ნახევარში დაგროვდა და შეეცდება ამ ყველაფრიდან შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს.
ადამიანები მთელი სიცხადით იგრძნობენ ფიზიკური, ფსიქოლოგიური, მატერიალური თუ სხვა ტიპის რესურსების ნაკლებობას. ეს ცხადია, რთულ ფსიქოლოგიურ ფონს შექმნის. მეორე მხრივ, 24 ივლისის სავსემთვარეობას, რომელიც მერწყულის ნიშანში იქნება, ერთი თვის შემდეგ ასევე მერწყულის სავსემთვარეობა მოჰყვება (22 აგვისტოს), რომელიც საკმაოდ იშვიათი ასტროლოგიური მოვლენაა. აქედან გამომდინარე, ივლისი და აგვისტო ერთ ციკლად უნდა მოვიაზროთ. ერთი თვის ინტერვალში მერწყულის ორი სავსემთვარეობა მიანიშნებს, რომ უახლოესი ორი თვის მანძილზე სხვადასხვა დონეზე კიდევ უფრო გააქტიურდება თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, უფლებებისთვის და სამართლიანობისთვის ბრძოლა. ასევე, სიჯიუტე, ექსტრავაგანტურობა, პროტესტის გამოხატვა.

საერთაშორისო პოლიტიკური ურთიერთობები უფრო დაძაბული და არასტაბილური იქნება. მნიშვნელოვანი იქნება რეფორმების, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა ტიპის ცვლილებები (ეს ყველაფერი განსაკუთრებულად მძაფრად 23-26 ივლისის შუალედში გამოვლინდება).

ყურადღებას ითხოვს ახალი პროექტები, განსაკუთრებით, თუ ისინი კოლექტიურ ურთიერთობებს, კომპანიასთან, ორგანიზაციასთან დაკავშირებულ თემებს უკავშირდება, ასევე ფინანსური საკითხები. აქედან გამომდინარე, ამ პერიოდში ინვესტიცია და ფინანსური დაბანდება სიფრთხილით უნდა მოხდეს.

ეს სავსემთვარეობა დიდ გავლენას მოახდენს:

• მერწყულებზე;
• ადამიანებზე, რომლებსაც პირად ჰოროსკოპში მერწყულის დიდი გავლენა აქვთ (ასცენდენტი, მთვარე, სტელიუმი, ჰოროსკოპის მმართველი, შავი მთვარე);
• ლომებზე (განსაკუთრებით ივლისის მესამე დეკადაში დაბადებულებზე);
• იმ ადამიანებზე, ვისაც პირად ჰოროსკოპში ლომის პირველ ხუთ გრადუსში რომელიმე პლანეტა ან ჰოროსკოპის სხვა მნიშვნელოვანი „სიგნიფიკატორი“ იმყოფება;
• კუროებზე და მორიელებზე;
• იმ ადამიანებზე, ვინც სავსემთვარეობის პერიოდში არიან დაბადებულები, ანუ პირად ჰოროსკოპში მზე-მთვარის ოპოზიცია აქვთ.
ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებზე ამ სავსემთვარეობის გავლენა მინიმალური
loading...