"მშვიდად განისვენე; ალბათ, ზეცაში მოგიხდიან ბოდიშს, რომ საკუთარ შვილს ასე სასტიკად მოგაშორეს"

image
  • 317
loading...
 
30 წლის ქეთევან ისაკაძე, რომელიც გუშინ ერთ-ერთ კლინიკაში კოვიდ-19-ს ემსხვერპლა, ცნობილი ბიზნესმენის, ალიოშა (ალეკო) ისაკაძის ქალიშვილია. ოჯახის ახლობელი "მარაოს" უყვება, რომ ქეთევანმა ორი კვირის წინ იმშობიარა და გოგონა - ელისაბედი შეეძინა, თუმცა შვილთან ერთად დროის გატარება არ დასცალდა. ჩვენი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი უეცრად განვითარებული თრომბი გახდა. ოჯახის ახლობელი გვიყვება, რომ ქეთევანი თავს კარგად გრძნობდა და კლინიკიდან უნდა გამოეწერათ, თუმცა ოჯახს მოულოდნელად მისი გარდაცვალების შესახებ შეატყობინეს.

აღნიშულზე სოციალურ ქსელში ქეთევანის ერთ-ერთი მასწავლებელი ნონა სალაღაიაც წერს.

"ჩემი

მოსწავლე იყო, სულ რამდენიმე თვე. ეს სურათი მისი გვერდიდან უნებართვოდ ჩამოვტვირთე, იმედია, მაპატიებს. ასეთი სინატიფე იშვიათად მინახავს, ყოველი მისი მოსვლა ისე მიხაროდა და თან იყო უზომოდ თავმდაბალი, კეთილი და კეთილგანწყობილი.

ორი კვირის წინ იმშობიარა და ძალიან ამაყი იყო, რომ მან ეს შეძლო. დღეს ის კოვიდმა დაამარცხა. ისეთი შოკია, ისე მტკივა ქეთი, ისეთი უსამართლო ყოფილა ბუნება შენ მიმართ, მაშინ როცა მეგონა, რომ არაფერი არ დაენანა და ყველა სიკეთე შენ დაგაბერტყა თავისი კალთით. მშვიდად განისვენე ალბათ ზეცაში მოგიხდიან ბოდიშს, რომ საკუთარ შვილს ასე სასტიკად მოგაშორეს. მენანები, საოცრად მენანები“ - წერს ნონა სალაღაია.

ქეთევანის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ეხმაურება. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

„დღეს ეს გოგო გაფრინდა… არ ვიცი რა ვთქვა, რა დავწერო… კოვიდმა დაამარცხა, არა და 2 კვირის წინ დედა გახდა, ისე უხაროდა, ისე ელოდა თავის ნანატრ შვილს და კოვიდმა არ აცადა ბედნიერება… აიცერით ხალხნო, გული მაქვს გახეთქვაზე, ასეთი ჯოჯოხეთი არ მინახავს, უდიდესი ტრაგედიაა ქეთის სიკვდილი! ცრემლები მახრჩობს, ქეთი".

"არასდროს გამოვირჩევი "პოსტებით"თუმცა იმდენად გული მეფლითება...ამ წელს უამრავმა საყვარელმა ადამიანმა დატოვა ეს სამყარო და ჩუმი ცრემლებით დავემშვიდობე... თუმცა ქეთოოო...ეს დიდი ტრაგედია...ქეთომ ხმამაღლა მატირა ჩემდაუნებურად...
ვერ ამიხსნია რატომ უფალო...
მართლაც, საიდან მოდის სილამაზე? ან სად მიდის? სად იკარგება, თუ დროებით მიეფარება?
მშვიდობით არა დროებით ქეთო შევხვდებით...ოღონდ ჯერ არა".

"ჩემი მშვენიერი ქეთო.
უშენოდ რა სხვანაირი იქნება ეს სამყარო.
გული მისკდება უშენობით.
მადლობა მეგობრობისთვის".

"მეგობრებო, არ ვაპირებდი თქვენს დამძიმებას, მაგრამ როგორც ჩანს სანამ მსგავსს ტრაგედიას არ წავაწყდებით, მანამდე ხალხს კოვიდის არ სჯერა! უნდა ვაზიაროთ სანამ არ შევიგნებთ იმას რომ აცრაა ჩვენი ერთადერთი გამოსავალი! უმორჩილესად გთხოვთ, აიცრათ და ავირიდოთ მსგავსი უბედურება” - წერენ სოციალურ ქსელში.
loading...